png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

პოდოლიაკისნაირები უამრავი ჰყავს სააკაშვილს, ეს ჭანჭიკები რას იტყვიან, უმნიშვნელოა - ირაკლი ზარქუა

  • პოლიტიკა
  • 20.05.2022
  • 14:16
 პოდოლიაკისნაირები უამრავი ჰყავს სააკაშვილს, ეს ჭანჭიკები რას იტყვიან, უმნიშვნელოა - ირაკლი ზარქუა

ვერც პოდოლიაკები და მსგავსი ღირებულების მქონე ადამიანები ვერაფერს დააკლებენ ქართულ- უკრაინულ ურთიერთობებს, რაც არ უნდა ეცადონ, - აცხადებს ქართული ოცნების წარმომადგენელი ირაკლი ზარქუა.

მისი განმარტებით, საქართველოდან მეორე ფრონტი არ იქნება, ამას ვერ მიაღწევენ.

„ბატონი პოდოლიაკი არის რიგითი ვიღაც, ვინც შემთხვევით მოხვდა, რადგან თავის დროზე იყო რუსული პოლიტიკის გამტარებლის იანუკოვიჩის მრჩეველი, ბელარუსია თუ არ ვცდები და არა უკრაინელი, მერე ჟურნალისტობდა და ნათქვამი აქვს, მთავარია ფულს გადამიხდიან და იმ პოზიციას დავიჭერო. ასეთი ადამიანის განცხადება საინტერესო არ არის. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, ვამბობთ, რომ რუსეთი აგრესორი და ოკუპანტია, რადგან ჩვენ ეს გამოვცადეთ 2008 წელს. ვერც პოდოლიაკები და მსგავსი ღირებულების მქონე ადამიანები ვერაფერს დააკლებენ ქართულ- უკრაინულ ურთიერთობებს, რაც არ უნდა ეცადონ. მათი ბრალდებები, სისულელეები და შტერობები ომს ვერ გახსნის საქართველოში, მეორე ფრონტი აქედან არ იქნება, ამას ვერ მიაღწევენ, ვინც არ უნდა იყოს ის, ჩვენს ქვეყანას ომი არ სჭირდება, ვინც არ უნდა გაბრაზდეს, რა პრეტენზიებიც არ უნდა წამოაყენოს ჩვენი ქვეყნის და ლიდერების მიმართ, ეს არის მეათეხარისხოვანი, პოდოლიაკისნაირები უამრავი ჰყავს სააკაშვილს და ამას ჩვენ ვაფრთხილებდით პოროშენკოს, მერე რომ თმებით ითრევდა, იგივე ვუთხარით ზელენსკისაც, ეს მისი გადასაწყვეტია, ამას გაითვალისწინებდა თუ არა, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ხალხს, მის ტერიტორიულ მთლიანობას, ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი. დანარჩენი, ეს ჭანჭიკები რას იტყვიან უმნიშვნელოა, დღეს არიან, ხვალ არ იქნებიან", - განაცხადა ზარქუამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge