png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

გერჰარდ შროდერმა "როსნეფტის" დირექტორთა საბჭო დატოვა

  • მსოფლიო
  • 20.05.2022
  • 18:02
გერჰარდ შროდერმა "როსნეფტის" დირექტორთა საბჭო დატოვა

რუსეთის სახელწიფო ენერგეტიკური კომპანიის "როსნეფტის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, გერჰარდ შროდერმა თანამდებობა დატოვა.

"როსნეფტის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ "შეუძლებელი გახდა კომპანიის დირექტორთა საბჭოში მისი უფლებამოსილების გაგრძელება".

ამავე მიზეზით დირექტორთა საბჭო დატოვა მათიას ვარნიგმა, "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის გაზსადენის ოპერატორი კომპანიის Nord Stream AG-ის მმართველმა დირექტორმა.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, შროდერმა შეინარჩუნა პოსტი რუსულ კომპანიაში, რის გამოც გერმანიაში მას მკაცრად აკრიტიკებდნენ. ცოტა ხნით ადრე, The New York Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში შროდერმა თქვა, რომ დატოვებს "როსნეფტი"ს დირექტორთა საბჭოს, თუ მოსკოვი შეწყვეტს ნავთობისა და გაზის მიწოდებას ევროპაში, რაც, მისი აზრით, არ მოხდება.

გერჰარდ შროდერი ხელმძღვანელობდა გერმანიის მთავრობას 1998-2005 წლებში. შემდეგ ის მუშაობდა რუსეთთან დაკავშირებულ პროექტებში: როსნეფტის დირექტორთა საბჭოს გარდა, ის ასევე თავმჯდომარეობს Nord Stream AG-ის აქციონერთა კომიტეტს.

2022 წლის თებერვალში გაზპრომმა იგი წარადგინა კომპანიის დირექტორთა საბჭოში, მაგრამ ამის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, გერმანიის პარლამენტმა ჩამოართვა გერჰარდ შრედერს ზოგიერთი პრივილეგია, რომლითაც ის სარგებლობდა როგორც ყოფილი კანცლერი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge