რუსეთი ფინეთს გაზის მიწოდებას 21 მაისიდან შეუწყვეტს
- მსოფლიო
- 20.05.2022
- 18:22
ფინეთმა რუსული კომპანია “გაზპრომისგან“ მიიღო შეტყობინება, რომ რუბლებით საფასურის გადახდაზე უარის თქმის გამო, 21 მაისიდან გაზის მიწოდება შეუწყდება.
როგორც Reuters-ი იუწყება, ამის შესახებ ფინეთის სახელმწიფო კომპანია Gasum-მა განაცხადა. Gasum-ი რუსეთის მოთხოვნაზე რუსული გაზის საფასური რუბლებით გადაეხდა, უარი განაცხადა. ფინეთს გაზი 21 მაისის 7 საათიდან შეუწყდება.
Gasum გაზმომარაგებას გაზსადენ Baltic connector-ის მეშვეობით სხვა წყაროებიდან შეძლებს. აღნიშნული გაზსადენი ფინეთს ესტონეთთან აკავშირებს.
გაზსადენი გადის ესტონეთის საპორტო ქალაქ პალდისკიდან ინკოოს მუნიციპალიტეტისკენ ფინეთის სამხრეთ სანაპიროზე და ქვეყანას აკავშირებს ლატვიის ბუნბერივი გაზის საცავებთან.
17 მაისს Gasum-მა გადაწყვიტა რუსულ კომპანია „გაზპრომ ექსორტს“ სასამართლოში უჩივლოს გაზის საფასურის რუბლებით გადახდის მოთხოვნისთვის.
მანამდე „გაზპრომს“ გაზის საფასურის რუბლებით გადახდაზე უარი თქვეს პოლონეთმა და ბულგარეთმაც.