png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ზელენსკის განცხადებით, „აზოვსტალის“ დამცველების დასახმარებლად წასული მფრინავების 90% დაიღუპა

  • მსოფლიო
  • 21.05.2022
  • 00:01
ზელენსკის განცხადებით, „აზოვსტალის“ დამცველების დასახმარებლად წასული მფრინავების 90% დაიღუპა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მედიასთან განაცხადა, რომ უკრაინელი მფრინავები ცდილობდნენ „აზოვსტალამდე“ მისვლას, რათა სამხედროებს დახმარებოდნენ. მისივე თქმით, ბევრი მფრინავი დაიღუპა, 90 პროცენტი უკან აღარ დაბრუნდა.

„ისინი იცავდნენ მარიუპოლს. ძალიან ბევრი დაიღუპა, ჩვენი მფრინავები, სამწუხაროდ... ისინი გმირები არიან, იცოდნენ, რომ თითქმის შეუძლებელი იყო „აზოვსტალამდე“ მიღწევა, რათა მათთვის მედიკამენტები, საკვები პროდუქტები, წყალი მიეტანათ, გამოეყვანათ ცხედრები, დაჭრილები. ეს ყველაფერი ხდებოდა...

ძალიან ბევრი რამ ხდებოდა, რაც ოფიციალურად არ ცხადდებოდა, რადგან „აზოვსტალამდე“ საჰაერო დერეფნები არ იყო, არ იყო რუსეთის ძლიერი  საჰაერო თავდაცვის გამო“, - თქვა ზელენსკიმ.

„ძალიან ბევრი კვირის განმავლობაში ვერტმფრენების მფრინავები, იცოდნენ რა, რომ მათი 90 პროცენტი ვერ დაბრუნდებოდა... მაინც მიფრინავდნენ. ჩვენ ბევრი მფრინავი დავკარგეთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ზელესნკიმ ასევე თქვა, რომ „აზოვსტალში“ იმყოფებოდნენ არამხოლოდ უკრაინის ეროვნული გვარდიის წევრები (რომელსაც ეკუთვნის „აზოვის“ პოლკი), არამედ 400-მდე მესაზღვრე, მედესანტე, პოლიციელი, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, სამხედრო ექიმები და სამოქალაქო პირები.

„აზოვსტალიდან“ მარიიუპოლის დამცველების ევაკუაციის ოპერაცია 16 მაისს დაიწყო. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 16 მაისს ევაკუირებულია 264 უკრაინელი სამხედრო. მათგან 53 მძიმედ დაჭრილი მებრძოლი გადაიყვანეს ქალაქ ნოვოაზოვსკის სამედიცინო დაწესებულებაში, 211 კი, ჰუმანიტარული დერეფნით ჩაიყვანეს ოლენევკაში, საიდანაც უკრაინული მხარის ცნობით, გაცვლის პროცედურა ჩატარდება და მათ უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე დააბრუნებენ.

18 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ "აზოვსტალიდან“ გაყვანილი 300-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ოლენევკის საპატიმროში მიიყვანეს. მათ შორის 50 ადამიანი მძიმედ დაჭრილია.

ასევე, 18 მაისს პრეზდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უკრაინელი დამცველების გადარჩენის ოპერაცია გრძელდება.

20 მაისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ  გასული დღის განმავლობაში ქარხანაში მყოფი ბოლო 531-კაციანი ჯგუფი ჩაბარდა. მათივე ცნობით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სულ 2439 ადამიანი ჩაბარდა და "აზოვსტალის" ქარხნის ტერიტორია მთლიანად რუსეთის ჯარების კონტროლის ქვეშ მოექცა. აღნიშნულთან დაკავშირებით უკრაინის ხელისუფლებას განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge