png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ISW-მა დაასახელა მიზეზები, რის გამოც რუსეთმა, შესაძლოა, "აზოვსტალის" დამცველების რაოდენობა მიზანმიმართულად გაზარდოს

  • მსოფლიო
  • 21.05.2022
  • 10:16
ISW-მა დაასახელა მიზეზები, რის გამოც რუსეთმა, შესაძლოა, "აზოვსტალის" დამცველების რაოდენობა მიზანმიმართულად გაზარდოს

ამერიკის ომის შემსწავლელმა ინსტიტუტმა (ISW) უკრაინის ფრონტზე მიმდინარე მოვლენების ყოველდღიური ანგარიში გამოაქვეყნა.

ექსპერტების თანახმად, რუსეთის ჯარებმა, სავარაუდოდ, გარკვეულ პროგრესის მიაღწიეს პოპასნიას ჩრდილოეთით, დასავლეთით და სამხრეთით, რათა გააგძრელონ შეტევა სევეროდონეცკზე სამხრეთიდან. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ რუსეთი გააგრძელებს სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის ალყაში მოქცევის მცდელობას.

ამასთან, რუსულმა მხარემ, შესაძლოა, მიზანმიმართულად გაზარდოს უკრაინელი სამხედროების რაოდენობა, რომლებმაც „აზოვსტალი“ დატოვეს. ექსპერტების აზრით, რუსეთმა ეს შესაძლოა შემდეგი მიზეზით გააკეთოს: ან მიაღწიოს გადაცვლის დროს რუსი ტყვეების მაქსიმალური რაოდენობის მოთხოვნას, ან გაექცეს იმის აღიარებას, რომ მხოლოდ ასობით უკრაინელი მებრძოლი დიდი ხნის განმავლობაში ახერხებდა ქარხნის ტერიტორიაზე კონტროლის შენარჩუნებას.

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსებმა ხარკოვიდან ჩრდილოეთით დაიბრუნეს რამდენიმე პოზიცია, რომლებიც უკრაინის კონტრშტევის დროს დაკარგეს. მაგრამ ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რუსი სამხედროები ხარკოვიდან უკან დახევას მალე დაასრულებენ.

როგორც ჩანს, რუსეთის ძალები უკრაინელი სამხედროების კონტრშეტევისა და სამხრეთის მიმართულებით გაჭიანურებული კონფლიქტისთვის ემზადებიან.

20 მაისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ  გასული დღის განმავლობაში ქარხანაში მყოფი ბოლო 531-კაციანი ჯგუფი ჩაბარდა. მათივე ცნობით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სულ 2439 ადამიანი ჩაბარდა და "აზოვსტალის" ქარხნის ტერიტორია მთლიანად რუსეთის ჯარების კონტროლის ქვეშ მოექცა.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ "აზოვსტალიდან" მევრძოლების ევაკუაცია დასავლელი პარტნიორების ჩართულობით ხორციელდება და დეტალების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. 

„აზოვსტალიდან“ მარიუპოლის დამცველების ევაკუაციის ოპერაცია 16 მაისს დაიწყო. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 16 მაისს ევაკუირებულია 264 უკრაინელი სამხედრო. მათგან 53 მძიმედ დაჭრილი მებრძოლი გადაიყვანეს რუსების მიერ კონტროლირებად ქალაქ ნოვოაზოვსკის სამედიცინო დაწესებულებაში, 211 კი, ჰუმანიტარული დერეფნით ჩაიყვანეს ოლენევკაში, საიდანაც უკრაინული მხარის ცნობით, გაცვლის პროცედურა ჩატარდება და მათ უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე დააბრუნებენ.

18 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ "აზოვსტალიდან“ გაყვანილი 300-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ოლენევკის საპატიმროში მიიყვანეს. მათ შორის 50 ადამიანი მძიმედ დაჭრილია.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge