ბაიდენმა უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის მოცულობის დახმარების პაკეტს ხელი მოაწერა
- მსოფლიო
- 21.05.2022
- 16:41
თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შაბათს, ხელი მოაწერა კანონს უკრაინისთვის 40 მლრდ დოლარის მოცულობის დახმარების პაკეტს.
ბაიდენი ვიზიტით სამხრეთ კორეაში იმყოფება, ამიტომ კანონპროექტი ხელმოსაწერად იქ აშშ-დან ჩაიტანეს. დამტკიცებული კანონპროექტი ითვალისწინებს 20 მლრდ დოლარის მოცულობის სამხედრო დახმარებას, 8 მილიარდზე მეტი დოლარის ეკონომიკურ დახმარებას, თითქმის 5 მლრდ დოლარი გლობალური სასურსათო დახმარებისთვის გამოიყოფა სურსათის პოტენციური დეფიციტის აღმოსაფხვრელად და 1 მილიარდ დოლარზე მეტი ლტოლვილების დასახმარებლდ.
The Washington Post-ის ინფორმაციით, კანონპროქეტი ასევე ითვალისწინებს უკრაინისთვის თანამედროვე ამერიკული საჰაერო თავდაცვის სისტემების Patriot-ის გადაცემას.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200