png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ავღანეთში "თალიბანმა" ტელეწამყვან ქალებს სახის დაფარვა აიძულა

  • მსოფლიო
  • 22.05.2022
  • 22:16
ავღანეთში "თალიბანმა" ტელეწამყვან ქალებს სახის დაფარვა აიძულა

ერთდღიანი პროტესტის შემდეგ ავღანელი ტელეწამყვანი ქალები მმართველ ძალას, რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობა „თალიბანს“ დაემორჩილნენ და ეთერის დროს სახეები დაიფარეს. უკვე 22 მაისს, ავღანეთის მთავარი ტელეარხების  დილის საინფორმაციო გამოშვების წამყვანები დაფარული სახეებით გამოჩნდნენ. ჯერ კიდევ გუშინ ბევრი მათგანი სახის დაფარვაზე უარს ამბობდა.

სათნოების გავრცელებისა და მანკიერების აღკვეთის სამინისტრომ ყველა ტელეწამყვან ქალს 21 მაისიდან მხოლოდ დაფარული სახეებით გამოსვლის ნებართვა მისცა.

ამრიგად, ძალაში შევიდა თალიბების უზენაესი ლიდერის ჰაიბათულა ახუნძადეს კანონი, რომლის თანახმად, ქალებს, რომლებიც სახელმწიფო დაწესებულებებში მუშაობენ, საზოგადოებრივ ადგილებში ევალებათ ატარონ ფარანჯა, რომელიც სხეულს თავიდან ფეხებამდე ფარავს.  

წესების დარღვევის შემთხვევაში მათ სამსახურიდან გათავისუფლება ემუქრებათ. ამის გარდა, ამ ქალების მამრობითი სქესის მეურვეებმა, მამებმა ან ქმრებმა უნდა გადაიხადონ ჯარიმა, ისევე როგორც ტელეარხებმა, რომლებმაც აღნიშნული ბრძანება არ შეასრულეს.  

თალიბებმა, რომლებიც ხელისუფლებაში 2021 წლის აგვისტოში დაბრუნდნენ, საზოგადოებრივი ცხოვრების მიმართ უმკაცრესი წესები შემოიღეს.

კონკრეტულად, ქალებს ეკრძალებათ მამაკაცის თანხლების გარეშე სახლიდან 72 კმ-ზე მეტი მანძილით დაშორება, გოგონებს სკოლებში განათლების მიღების უფლება არ აქვთ. ამის გარდა, ქალებს ეკრძალებათ თავიანთ ძველ სამუშაოზე დაბრუნება.

„თალიბანის“ პირველი მმართველობის დროს - 1996-2001 წლებში ქალები და გოგონები, ფაქტობრივად, მოკლებულნი იყვნენ განთლების მიღებას და სახლის გარეთ მუშაობას.

დასავლეთის ქვეყნების მხრიდან თალიბების მთავრობის აღიარების ერთ-ერთი მთავარი პირობა ავღანელი ქალების უფლებებისა და შესაძლებლობების გაფართოებაა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge