png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

მიუხედავად იმ ხარვეზებისა, რაც გვაქვს მმართველობაში, ქართველ ხალხს მმართველობაში ურჩევნია მაინც ქართული ოცნება - ირაკლი ზარქუა

  • პოლიტიკა
  • 24.05.2022
  • 14:26
მიუხედავად იმ ხარვეზებისა, რაც გვაქვს მმართველობაში, ქართველ ხალხს მმართველობაში ურჩევნია მაინც ქართული ოცნება - ირაკლი ზარქუა

„მიუხედავად იმ ხარვეზებისა, რაც გვაქვს მმართველობაში, ქართველ ხალხს მმართველობაში ურჩევნია მაინც „ქართული ოცნება“ და არა ასე სიცრუისა და ტყუილის მოლაპარაკე ოპოზიცია“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი ზარქუა ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს გამოეხმაურა.

„თქვენ ამერიკის საელჩოს დასდეთ ბრალი, რომ დაასანქცირა კონკრეტული მოსამართლე, რომელმაც თავისი შეხედულების მიხედვით მიიღო  გადაწყვეტილება?  შემდეგ იმ ქვეყნების მაგალითი მოიყვანეთ, რომლებსაც პრეტენზიაც კი არ აქვთ დემოკრატიაზე და რომელთა არჩევნებზეც საერთაშორისო თანამშრომლობას აქვს ერთნაირი პოზიცია, რომ იქ არის დიქტატურა. საქართველოში ჩატარებული ყველა არჩევნები შეფასებულია როგორც ღია, გამჭვირვალე, ხარვეზებით, თუმცა, სადაც ყველას ჰქონდა უფლება, არჩევანი გაეკეთებინა.  დარწმუნებული ვარ, ამაზე ამერიკის საელჩო რეაგირებას მოახდენს და საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს.

ასევე, მინდა, ვთქვა, რომ ოპოზიციასთან ერთად, მათ შორის, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული პენსიონერებთან მიმართებაში. შედგა კომისია, რომელმაც იმუშავა განახლებულ პირობებზე და დაახლოებით, 36%-იანი განაკვეთი საპენსიო სესხებზე  ერთობლივი გადაწყვეტილებით ჩამოვიყვანეთ 26%-მდე.  რადიკალური ოპოზიციიდან იყო მცდელობა, რომ თურმეო, 15 მილიონს უხდიანო ამაში „ლიბერთი ბანკსო“ და ამაზე ტაში უნდა დავუკრათო. იყო მცდელობა რომ კიდევ ერთი არასწორი ინფორმაცია მიეწოდებინათ ჩვენი მოქალაქეებისთვის. 400 მილიონიანი პორტფელია. 10%-იანი ფასდაკლება რა გამოდის? ანუ 40 მილიონი წელიწადში. 40 მილიონი ჩვენი დავუტოვეთ ერთის მხრივ, ჩვენს პენსიონერებს და მეორეს მხრივ, 40 მილიონი გამოვართვით „ლიბერთი ბანკს“. სანაცვლოდ 15 მილიონი - გადაიხდის ამას სახელმწიფო. 40 მილიონსა და 15 მილიონს შორის სხვაობას ვერ ხედავთ? მგონია, რომ რადიკალურ ოპოზიციას ამ ციფრებთან პრობლემა აქვს“,- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციამ საზოგადოებას სწორი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს.

„როდესაც არ აწვდით და ინტერპრეტაციას აკეთებთ, რომ მიუხედავად იმ ხარვეზებისა, რაც გვაქვს მმართველობაში, ქართველ ხალხს მმართველობაში ურჩევნია მაინც „ქართული ოცნება“ და არა ასე სიცრუეზე და ტყუილზე მოლაპარაკე ოპოზიცია“,- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge