png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

შოტლანდიის ეკლესიამ ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაუშვა

  • მსოფლიო
  • 24.05.2022
  • 16:30
შოტლანდიის ეკლესიამ ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაუშვა

შოტლანდიის ეკლესიამ ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაუშვა და ნება დართო სასულიერო პირებს, ერთი და იგივე სქესის ადამიანები დააქორწინონ.

აღნიშნული საკითხის კენჭისყრა შოტლანდიის ეკლესიის მმართველ ორგანოში, გენერალურ ასამბლეაში გაიმართა. გადაწყვეტილებას, რომელმაც ერთი და იმავე სქესის წყვილების ქორწინების საუკუნოვანი აკრძალვა გააუქმა, მხარი ასამბლეის 274-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 136 წავიდა.

უახლოეს დღეებში ცვლილებებს შეიტანენ ქორწინების რიტუალის წესებში, სადაც სიტყვები "ცოლი და ქმარი" ჩანაცვლდება "მხარეებად". მოელიან, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება შოტლანდიის ეკლესიის იურისდიქციის ქვეშ ეკლესიებში წლის ბოლომდე ჩატარდება.

აღსანიშნავია, რომ სასულიერო პირებს უფლება ექნებათ, ერთნაირსქესიანთა ქორწინება ჩაატარონ მხოლოდ სურვილის შემთხვევაში და ამ რიტუალში მონაწილეობა ნებაყოფლობითი იქნება.

ეკლესიის გადაწყვეტილებას მიესალმნენ შოტლანდიის კონსერვატორების ყოფილი ლიდერი რუთ დევიდსონი და შოტლანდიის ლეიბორისტების ყოფილი ლიდერი კეზია დუგდეილი, რომლებიც ორივე ერთნაირსქესიან ურთიერთობაში არიან.

გასულ წელს მეთოდისტური ეკლესია გახდა უდიდესი რელიგიური კონფესია დიდ ბრიტანეთში, რომელმაც დაუშვა ერთსქესიანთა ქორწინება. ანგლიკანური ეკლესიისა და რომის კათოლიკური ეკლესიის მიერ ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაუშვებელია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge