png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

750 დეპუტატია ევროპარლამენტში, აქედან ათი არის დაინტერესებული ჩვენი ქვეყნით და ისინი ყველა მტრად გამოაცხადეთ - სამადაშვილი "ქართულ ოცნებას"

  • პოლიტიკა
  • 25.05.2022
  • 16:04
750 დეპუტატია ევროპარლამენტში, აქედან ათი არის დაინტერესებული ჩვენი ქვეყნით და ისინი ყველა მტრად გამოაცხადეთ - სამადაშვილი "ქართულ ოცნებას"

750 დეპუტატია ევროპარლამენტში, აქედან ათი არის დაინტერესებული ჩვენი ქვეყნით და ისინი ყველა მტრად გამოაცხადეთ, სად არიან თქვენი პოლიტიკური გუნდის – „სოციალისტური პარტიის“ წარმომადგენლები, რომლებიც აცხადებენ, რომ თქვენი ხელისუფლების პირობებში ეს ქვეყანა იმსახურებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს? იცით, რატომ არ არიან ისინი არსად? იმიტომ, რომ ჩრდილოვან ოლიგარქებთან, რომელიც რეალურად მართავს ამ ქვეყანას, ევროკავშირი კონტრაქტებს არ დებს, - ამის შესახებ პარლამენტის უფრაქციო წევრმა, სალომე სამადაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის თემაზე პოლიტიკური დებატები მიმდინარეობს.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ სრულად ეკისრება პასუხისმგებლობა ევროკავშირში საქართველოს წევრობაზე განაცხადის წარმატებასა თუ წარუმატებლობაზე.

„თქვენი ხელისუფლების დამსახურებით, იმიტომ, რომ თქვენ, არც ერთ თქვენგანს, ვინც ამ დარბაზში სხედხართ, არც ერთ თქვენგანს, ვისაც დღეს გქვიათ პრემიერ-მინისტრი ან მინისტრი, აღარ გაგაჩნიათ არანაირი ნდობა ევროპაში და ყველამ იცის, რომ თქვენ არავის სახელით არ საუბრობთ. დღეს ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა ევროკავშირში არის წარმოუდგენლად რთული. საქართველოს დღეს არ ლობირებს ევროკავშირის წევრი არც ერთი სახელმწიფო და მაინტერესებს, როდესაც ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერი ევროდეპუტატები ოპოზიციის მოკავშირეებად გამოაცხადეთ, 750 დეპუტატია ევროპარლამენტში, აქედან ათი არის დაინტერესებული ჩვენი ქვეყნით და ისინი ყველა მტრად გამოაცხადეთ, სად არიან თქვენი პოლიტიკური გუნდის – „სოციალისტური პარტიის“ წარმომადგენლები, რომლებიც აცხადებენ, რომ თქვენი ხელისუფლების პირობებში ეს ქვეყანა იმსახურებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს? იცით, რატომ არ არიან ისინი არსად? იმიტომ, რომ ჩრდილოვან ოლიგარქებთან, რომელიც რეალურად მართავს ამ ქვეყანას, ევროკავშირი კონტრაქტებს არ დებს. თქვენ არავის არ წარმოადგენთ, რამდენჯერაც ჩახვალთ და უკან დაბრუნდებით, ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწევთ გარდა იმისა, რომ მიიღებთ ევროკავშირისგან პრობლემების ჩამონათვალის გრძელ სიას, რომელიც გადასაჭრელია, რათა ჩვენი ქვეყანა მართლაც სადღაც აღმოჩნდეს და წინ წავიდეს. მათ შორის არის შარლ მიშელის შეთანხმება, პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უფლებების მდგომარეობა, ასევე, ნიკა გვარამიას დაპატიმრება. ამიტომ, კიდევ ერთხელ, ამ დარბაზიდან მოგიწოდებთ, დაუბრუნდით მიშელის შეთანხმებას და შევეცადოთ, გადავარჩინოთ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. აქვე მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს: გამოიყენეთ თქვენი კონსტიტუციური, შეწყალების უფლება. ეს დღეს სჭირდება ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. და ბოლოს, თუ არავინ გისმენთ, თუ არანაირი შესაძლებლობა არ გაქვთ, ზეგავლენა მოახდინოთ მოვლენებზე, მაშინ წადით სახლში, რატომ ხართ ხელისუფლებაში? ოპოზიციისკენ რატომ იშვერთ ხელს?“, – განაცხადა დეპუტატმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge