png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

დავანებოთ თავი ხან პატარკაცობებს, ხან ასეთ რაღაც კაცობებს, თუ შეიძლება, სახელმწიფო კაცებად და ქალებად ვიცხოვროთ ორი კვირა - უსუფაშვილი

  • პოლიტიკა
  • 25.05.2022
  • 17:32
დავანებოთ თავი ხან პატარკაცობებს, ხან ასეთ რაღაც კაცობებს, თუ შეიძლება, სახელმწიფო კაცებად და ქალებად ვიცხოვროთ ორი კვირა - უსუფაშვილი

პარტია "ლელოს" წევრმა დავით უსუფაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დღეს, იმ სახელმწიფოებრიობის პირობებში, სადაც ვიმყოფებით, სადაც უამრავი რამ ხდება, 30 წლის შემდეგ ხელახლა დაიწყო რეგიონული და ტერიტორიული გადანაწილებები მსოფლიოში და შანსები გაჩნდა.

მისი თქმით, ყველამ ურთიერთბრალდებებს თავი უნდა დაანებოს.

„იაფფასიანი პროპაგანდა, რომ „ომის პარტიები“ ვართ და „ლელოს“ ომი უნდა, უსუფაშვილი ომის პარტიის ის ყოფილა…გააგრძელეთ, პოლიტიკურად ამაზე უკეთესი რა უნდა გამიკეთოთ, მაგრამ ეს არის მთავარი? დღეს, იმ სახელმწიფოებრიობის პირობებში, სადაც ვართ, სადაც უამრავი რამ ხდება, 30 წლის შემდეგ ხელახლა დაიწყო რეგიონული და ტერიტორიული გადანაწილებები მსოფლიოში, გავლენის სფეროები, შანსები გაჩნდა, რა არის საჭირო? საჭიროა, დაუყოვნებლივ დავანებოთ თავი რაღაცებს, არ ვიცი, ხან პატარკაცობებს, ხან ასეთ რაღაც კაცობებს, თუ შეიძლება, სახელმწიფო კაცებად და ქალებად ორი კვირა ვიცხოვროთ.

მიშელის შეთანხმების გარშემო კვლავ შეკრებას იმიტომ გთავაზობთ, რომ ეს უკვე მოხდა. ერთი წლის წინ, სამი თვე დახარჯა ამაზე ევროპამაც და ჩვენ თვითონაც. ეს არის დოკუმენტი, რომელზეც ევროპაც შეთანხმებულია და თანახმაა, ჩვენც ყველა შეთანხმებული ვიყავით. რა წერია იქ? საკონსტიტუციო ცვლილებები ბოლომდე უნდა მივიყვანოთო, მივიყვანოთ. ერთად ვუთხრათ იმ ხალხს, რომ მომავლის საქართველოს შენებაში ჩვენ ერთად ვართ, გავაგრძელებთ დებატებს, მაგრამ ამაში ერთად ვართ. ახლა, დღეს ვინ ვის მეტ პრეტენზიას წაუყენებს, ამით მოხდება საქართველოს უკეთესი მომავლის უზრუნველყოფა? მაგრამ, მინდა, ახლა ქართველ ხალხს მივმართო, დაისვენეთ, ბატონო ბიძინა, ვიცი, რომ ისედაც გადაღლილი ხართ ხოლმე რაღაცებით, მაგრამ ერთი რამ იცოდეთ, არსებობს პოლიტიკური შეცდომები, მაგრამ არსებობს შემდეგ უპატიებელი ქმედებები. ნუ ჩავიდენთ ისეთ რამეს, რაც შემდეგ უპატიებელი გახდება. ამას საჯაროდ არ უნდა გეუბნებოდეთ? ხო, ალბათ, არა, მაგრამ ბოლოს, წელიწადნახევრის წინ მოგმართეთ, რომ შეიძლება, ჩემი ბოლო საჯარო გამოსვლაა-თქო. მე გადავრჩი და გადავრჩები, საქართველოც გადარჩება და ყველა გადავრჩებით ამ ქვეყანაში, ვერ დავღუპავთ, ვერ მოვახერხებთ ამას, მაგრამ ასეთი პოლიტიკით, იმ გზით, რა გზაზეც ვდგავართ ჩვენ, სულ მცირე ვწირავთ ქართველების კიდევ ერთ თაობას, რომ იცხოვროს უსამართლობაში, ტანჯვაში, უსიხარულობაში, დაზაფრულობაში და ამ ყველაფრის ყურებაში, რაშიც ახლა ვართ. გადავდგათ ნაბიჯი, ეს შესაძლებელია, ეს უნდა გავაკეთოთ“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა გამოსვლისას.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge