primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
12 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge

ჯაყოებში თუ ჩემპიონი მიხეილ სააკაშვილია, თეიმურაზ ხევისთავებში ჩემპიონი არის დავით უსუფაშვილი - ირაკლი კობახიძე

  • პოლიტიკა
  • 25.05.2022
  • 19:35
ჯაყოებში თუ ჩემპიონი მიხეილ სააკაშვილია, თეიმურაზ ხევისთავებში ჩემპიონი არის დავით უსუფაშვილი - ირაკლი კობახიძე

ქართულ პოლიტიკას ჰყავს გამორჩეული ჯაყოები და თეიმურაზ ხევისთავები. ჯაყოებში თუ ჩემპიონი მიხეილ სააკაშვილია, თეიმურაზ ხევისთავებში ჩემპიონი არის ნამდვილად დავით უსუფაშვილი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძე „ლელოს“ ერთერთი ლიდერის დავით უსუფაშვილის გამოსვლას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ძალიან მძიმეა, როდესაც ასეთი ადამიანები არიან დღეს საქართველოს პარლამენტში და ქართულ პოლიტიკაში. მისივე თქმით, დავით უსუფაშვილი დღევანდელობას ადარებს იმ პერიოდს, როდესაც ადამიანებს აწამებდნენ და კლავდნენ.

გამორჩეული იყო დავით უსუფაშვილის გამოსვლა. ერთერთი ფრთიანი ფრაზა იყო, რომ დემოკრატიული სამყაროს ნდობის ხარისხი თურმე ჩვენს მიმართ დღეს არის ყველაზე დაბალი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მე მგონი საბჭოთა პერიოდშიც უფრო მაღალი ნდობა ჰქონდა, უსუფაშვილს თუ დავუჯერებთ.

დავით უსუფაშვილი დღევანდელ მოცემულობას ადარებს იმ პერიოდს, როდესაც ადამიანებს აწამებდნენ, კლავდნენ და რას აკეთებდნენ თქვენ ჩემზე კარგად იცით, იმიტომ, რომ თქვენ აკეთებდით ამ ყველაფერს. როდესაც უსუფაშვილი ამბობს, რომ დღევანდელი მოცემულობა უფრო მიუღებელია ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, ვიდრე მაგალითად 2004 -2012 წლები ეს არის უბრალოდ სირცხვილი და უკადრებელი რამ.

კიდევ ერთი - ბატონმა დავით უსუფაშვილმა ტელევიზიებზე ისაუბრა. ეს არ არის თავდასხმა თავისუფალ მედიაზე? ეს ერთი და მეორე - შედარებები გააკეთა და რუსთავი-2 გაიხსენა, როდესაც 2012 წელს, გახსოვთ ტერორისტული რეჟიმი, როდესაც რუსთავი-2 ოპოზიციას არ იწვევდა და შეადარა დღევანდელ იმედს, და რეალ ტვ შეადარა პოსტვ-ს.

ერთი რამე მინდა ვუთხრა ბატონ უსუფაშვილს, მაშინდელი რუსთავი-2 და მაშინდელი რეალ ტვ არის სწორედ თქვენი მთავარი, ფორმულა და ტვ პირველი. ზუსტად ამის გადმონაშთია თქვენი სამი ტელევიზია, რომელიც ყოველდღიურად ავრცელებს სიცრუეს და სიძულვილს და როცა უსუფაშვილი ამაზე საუბრობს, რომ იმედს ადარებს მაშინდელ რუსთავი2-ს, ეს არის რბილად რომ ვთქვათ, ძალიან დიდი სირცხვილი.

კიდევ ერთი აღიარებითი ჩვენება მოვისმინეთ უსუფაშვილის მხრიდან ომის თემასთან დაკავშირებით - ომის პარტიას გვეძახიან და ეს კომპლიმენტადაც შეგვიძლია მივიღოთო. არის აღიარებითი ჩვენება, ძალიან კარგად ვიცით, რა არის საბოლოო მიზანი, რაც ამოძრავებს ამ ხალხს და ამას კიდევ ერთხელ შეგახსენებთ. შანსები გაგვიჩნდაო, ომის კონტექსტში ახსენა ბატონმა დავითმა, ძალიან მარტივად არის ნათელი ის თუ რა არის მათი რეალური განზრახვა და მიზანი.

ძალიან მძიმეა, როდესაც ასეთი ადამიანები არიან დღეს საქართველოს პარლამენტში და ქართულ პოლიტიკაში. ქართულ პოლიტიკას ჰყავს გამორჩეული ჯაყოები და თეიმურაზ ხევისთავები. ჯაყოებში თუ ჩემპიონი მიხეილ სააკაშვილია, თეიმურაზ ხევისთავებში ჩემპიონი არის ნამდვილად დავით უსუფაშვილი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
  • 13:50
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
  • 18:16
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
  • 14:27
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
  • 11:02
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
  • 17:22
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge