png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

"საქართველოს ფოსტა" რუსთაველზე წარმოდგენილია საფოსტო ატრიბუტიკით, რომელიც დაკავშირებულია ქვეყნის დამოუკიდებლობასთან და ევროპული ოჯახისკენ მიმავალ გზაზე ჩვენს საქმიანობასთან - ლევან ჩიკვაიძე

  • საზოგადოება
  • 26.05.2022
  • 14:39
"საქართველოს ფოსტა" რუსთაველზე წარმოდგენილია საფოსტო ატრიბუტიკით, რომელიც დაკავშირებულია ქვეყნის დამოუკიდებლობასთან და ევროპული ოჯახისკენ მიმავალ გზაზე ჩვენს საქმიანობასთან - ლევან ჩიკვაიძე

„საქართველოს ფოსტის" გენერალური დირექტორი საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ლევან ჩიკვაიძემ დღეს რუსთაველის გამზირზე მოწყობილ „საქართველოს ფოსტის" პავილიონში დამთვალიერებლებს პირადად უმასპინძლა და ფოსტის ისტორია, მის საქმიანობასთან დაკავშირებული ატრიბუტიკა გააცნო.

„საქართველოს ყველა მოქალაქეს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს! „საქართველოს ფოსტა" დღეს წარმოდგენილია საფოსტო ატრიბუტიკით, რომელიც დაკავშირებულია როგორც ქვეყნის დამოუკიდებლობასთან, ასევე ევროპული ოჯახისკენ მიმავალ გზაზე ჩვენს საქმიანობასთან. დღეს წარმოდგენილი გვაქვს საფოსტო დარგის განვითარების პროცესი - დაწყებული 1804 წლიდან 2022 წლამდე. ასევე წარმოდგენილი გვაქვს ევროპის მარკაც, რომლის კონკურსიც ყოველწლიურად ტარდება და წელსაც საქართველოს ორი მარკა აქვს წარდგენილი „პოსტ ევროპის" კონკურსზე", - აღნიშნა ლევან ჩიკვაიძემ.

ამის გარდა, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე „საქართველოს ფოსტის" სივრცეში ვიზიტორებს მარო მაყაშვილისადმი მიძღვნილი საფოსტო მარკა და ვიდეოსტენდი დახვდებათ, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ, QR კოდის საშუალებით გაეცნონ ინფორმაციას. „საქართველოს ფოსტა" დღეს პატარა ვიზიტორებს საბავშვო აქტივობებსაც სთავაზობს - საფოსტო ოფისის სტენდი, ბარათების შევსება, გასაფერადებელი სტენდი, ასევე მოძრავი საფოსტო ყუთი, საიდანაც მსურველებს წერილის გაგზავნის საშუალება აქვთ.

საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის ყველა ქალაქში სადღესასწაულო ღონისძიებებით აღინიშნება. სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად, ეკონომიკის სამინისტრო ღონისძიებებზე რამდენიმე ლოკაციით არის წარმოდგენილი, მათ შორის, თბილისში, ფოთში და მესტიაში. მთელი დღის განმავლობაში მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში," ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, საქართველოს ფოსტის, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის, ნავთობისა და გაზის კორპორაციის, „საქრუსენერგოს," ენერგეტიკის განვითარების ფონდის, ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების სივრცეები და პავილიონები.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge