თბილისში ცეცხლსასროლი იარაღით ორი ადამიანი დაჭრეს
- სამართალი
- 27.05.2022
- 18:02
თბილისში, არაყიშვილის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით ორი ადამიანი დაჭრეს.
თვითმხილველების ინფორმაციით, ორ 25 წლამდე მამაკაცს ქუჩაში მიმავალი მოპედიდან ესროლეს.
ორივე მამაკაცი ფეხის არეში დაიჭრა. ისინი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
შემთხვევის ადგილას ექსპერტ-კრიმინალისტები და სამართალდამცველები მუშაობენ.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200