png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

შემოაგზავნეს მთავარი კონტრაბანდული საქონელი, სააკაშვილი, რომელსაც უნდოდა ომის მოწყობა და დესტაბილიზაცია ჩვენი ქვეყნის, ეს არ გამოუვიდათ - ღარიბაშვილი

  • პოლიტიკა
  • 27.05.2022
  • 18:25
 შემოაგზავნეს მთავარი კონტრაბანდული საქონელი, სააკაშვილი, რომელსაც უნდოდა ომის მოწყობა და დესტაბილიზაცია ჩვენი ქვეყნის, ეს არ გამოუვიდათ - ღარიბაშვილი

თქვენ არ ემსახურებით ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, თქვენ რეალურად რომ გინდოდეთ ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირის სტატუსის მიცემა, სხვანაირად მოიქცეოდით - ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ოპოზიციას. 

ირაკლი ღარიბაშვილმა ოპონენტები ისეთი განცხადებების გაკეთებაში დაადანაშაულა, რომელიც ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატის ტოლფასია, განსაკუთრებით კი როდესაც ეს განცხადებები ისეთ დროს კეთდება, როდესაც საქართველო ევროკავშირისგან სტატუსის შესახებ გადაწყვეტილებას ელოდება.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ერთადერთი მიზნით შემოვიდა, რომ ქვეყანაში არეულობა და დესტაბილიზაცია მომხდარიყო. 

"მაშინ, როცა ქვეყანა ევროკავშირისგან ელოდება ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, მით უმეტეს, რომ არ არის დღეს კონსესუსი ევროკავშირში, ველოდებით გადაწყვეტილებას, მოგვცემენ თუ არა კანდიდატის სტატუსს, ვითომ პატრიოტები ავრცელებენ განცხადებებს, ეს არის მტრობა, ეს არის ღალატი ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების. თქვენ და ყველანი, არ ემსახურებით ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, თქვენ რეალურად რომ გინდოდეთ ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირის სტატუსის მიცემა, სხვანაირად მოიქცეოდით.

უფრო მეტს გეტყვით, იცით რა არის უბედურება? აი, თქვენ იცით, რომ თქვენ ხართ გაკოტრებული ოპოზიცია, არაფერი არ გაგაჩნიათ რეალურად. ერთადერთი, რაც ქონდათ ამათ დარჩენილი ბერკეტი, რომ რაღაცნაირად მომხდარიყო ომში ჩვენი ქვეყნის ჩართვა, ესეც ვერ მოახერხეს. შემოაგზავნეს მთავარი კონტრაბანდული საქონელი, სააკაშვილი, რომელსაც უნდოდა რეალურად ომის, რევოლუციის მოწყობა და დესტაბილიზაცია ჩვენი ქვეყნის, ეს არ გამოუვიდათ. ეს არ გამოგივათ არასოდეს და რეალურად, საბოლოო ჯამში, მინდა გითხრათ, მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში ერთადერთი მიზნით შემოვიდა, რომ რაიმენაირად მომხდარიყო აქ დესტაბილიზაცია. ოკუპირებულ ქვეყანაში როცა ვიღაც ადამიანი ფიქრობს რევოლუციის მოწყობაზე, ეს ნიშნავს თუ არა პირდაპირ ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაციას მთლიანად? ელემენტარული პროვოკაცია სჭირდება და ძალიან მარტივია ამ პროვოკაციის მოწყობა, რომ აქ ხელმეორედ გაიმართოს ომი. ეს გაცნობიერებული გაქვთ?" - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge