png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

კრემლი კიევზე შესაძლო შტურმს კვლავ განიხილავს - მედია

  • მსოფლიო
  • 27.05.2022
  • 21:40
კრემლი კიევზე შესაძლო შტურმს კვლავ განიხილავს - მედია

რუსი დიქტატორის ვლადიმირ პუტინის ადმინისტრაციაში დონბასში მცირე წარმატების ფონზე კვლავ გადაწყვიტეს, რომ რამდენიმე თვეში „უკრაინაში ომს გამარჯვებამდე მიიყვანენ“ და კიევს დაიკავებენ.

ამის შესახებ გამოცემა „მედუზა“ კრემლის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც იუწყებიან, კრემლში გამარჯვების გამოცხადებისთვის „პროგრამა-მინიმუმად“ ასახელებენ დონბასის ოკუპაციას. „პროგრამა-მაქსიმუმად“ კი - კიევის აღებას. ჟურნალისტებს კრემლის წყარომ განუცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლებას უკრაინის დედაქალაქის დაპყრობის იდეაზე უარი არ უთქვამს.

„ჩვენ მათ {უკრაინელებს} მაინც დავამარცხებთ.  სავარაუდოდ, შემოდგომისთვის ყველაფერი დასრულდება“, - განაცხადა „მედუზას“ ერთ-ერთმა წყარომ.

მსგავსი განწყობები შეინიშნება არამხოლოდ კრემლში, არამედ პარტია „ერთიანი როსიას“ ხელმძღვანელობაში. პარტიის წარმომადგენლები რეგულარულად ჩადიან უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამასთან, მედიის ცნობით, აღნიშნულ საკითზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პოზიცია ჯერ ცნობილი არ არის.

კიევის ხელში ჩაგდებისთვის კრემლმა შესაძლოა, მასობრივად წაიყვანოს ახალწვეულები.

„ძირითადად ჯერ კონტრქტორები იბრძვიან. მათი რაოდენობა საკმარისია ნელი წინსვლისთვის {უკრაინაში}. მაგრამ თუ საჭირო იქნება სწრაფი წინსვლა, შესაძლოა, ჩართონ ახალწვეულები“, - განაცხადა გამოცემის წყარომ და აღნიშნა, რომ რუსეთში საერთო მობილიზაცია არ მოხდება. კრემლის ამ ნაბიჯზე რეიტინგის დაკარგვის გამო არ წავა.   

ამასთან, რუსეთის ხელისუფლებაში ეჭვობენ, რომ დასავლეთი გააგრძელებს უკრაინის მასშტაბურ მარდაჭერას, მისთვის იარაღისა და ფინანსების მიწოდებას.

„ადრე თუ გვიან ევროპას მობეზრდება მხარდაჭრა - ეს არის ფული, იარაღი, რომელიც მათ თავად სჭირდება. შემოდგომის მოახლოებასთან ერთად, საჭირო იქნება [რუსეთთან] გაზისა და ნავთობის შესახებ მოლაპარაკება გათბობის სეზონისთვის“, - ამბობს წყარო.

„ახლა,ჩანს, ფრონტზე ბევრი არაფერი ხდება. რომ რუსული არმია იკავებს მეორეარისხოვან დასახლებულ პუნტქებს. რომ მას გარკვეული პრობლემები აქვს.

მაგრამ ეს განცდა იქმნება იმის გამო, რომ უკრაინელები მაშინვე არ დანებდნენ, როგორც ბევრი ფიქრობდა. დიახ, ბლიცკრიგი არ გამოვიდა, არსებობს გარკვეული გაუგებრობები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვერ გავიმარჯვებთ“, - განაცხადა გამოცემის წყარომ. ამასთან, მეორე წყარომ დასძინა, რომ რუსეთს მეტი რესურსი აქვს, ვიდრე უკრაინას დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge