primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
12 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge

ბიძინას მთავრობა გადაყვება ჩვენი ევროპული მომავლის წართმევის მცდელობას - სალომე სამადაშვილი

  • პოლიტიკა
  • 27.05.2022
  • 21:44
ბიძინას მთავრობა გადაყვება ჩვენი ევროპული მომავლის წართმევის მცდელობას - სალომე სამადაშვილი

ბიძინას მთავრობა გადაყვება ჩვენი ევროპული მომავლის წართმევის მცდელობას - წერს სოციალურ ქსელში პარტია "ლელოს" წევრი, დეპუტატი სალომე სამადაშვილი.

სალომე სამადაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნება" ევროპარლამენტის მიერ კანდიდატი სტატუსის მხარდამჭერი რეზოლუციის წინააღმდეგ ლობირებს.

სიცრუის და სიძულვილის პარტია, "ქართული ოცნება", შიშით ელოდება ივნისის ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას. თუ ყველაფერი გააკეთე, რომ წარუმატებელი იყოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი, ცხადია, გეშინია.

შეშინებული და ცრუპენტელა პრემიერი, ბიძინას მატყუარა უმრავლესობა პარლამენტში, დღეს ისევ ურცხვად ატყუებს ხალხს. ხელს იშვერს ოპოზიციისკენ, არასამთავრობოებისკენ, მედიისკენ, ევროპარლამენტარებისკენ... აღარ იციან, ვის დააბრალონ, რომ გაანადგურეს ქვეყანა და მისი ევროპული მომავალი.

დღეს მორიგ ჯერზე შევთავაზეთ ერთობლივი სამოქმედო გეგმა, პასუხი-ტყუილების კორიანტელია. გვაბრალებენ, რომ ევროპარლამენტში ვლობირებთ იმას, რომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მოგვცენ. პირიქით-ევროპარლამენტში როდესაც ვიკითხეთ, რატომ არ მიიღეს დღემდე ჩვენი კანდიდატი სტატუსის მხარდამჭერი რეზოლუცია, როგორიც მიიღეს უკრაინის და მოლდოვისთვის, გვითხრეს, რომ მთავრობა გამალებული ცდილობს, რეზოლუცია არ მიიღონ.

ვაზუსტებ, ქვეყნის კანდიდატი სტატუსის მხარდამჭერი რეზოლუციის წინააღმდეგ ლობირებს ქართული ოცნება. ეშინია, რომ იქ კრიტიკული შეფასებებიც იქნება.

ოცნების სახელით ტყუილების სასაუბროდ დაქირავებულმა ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომელიც დიპლომატიურ სამსახურში ყოფნისას, ძალიან დიდი გულმოდგინებით უმტკიცებდა ევროპარლამენტის წევრებს, რომ ბიძინა ივანიშვილი საშიში რუსი ოლიგარქია, დღეს მორიგ ჯერზე მოიტყუა, რომ ესეთი რეზოლუცია მიღებულია. ოცნებაში მხოლოდ მატყუარების და მედროვეების ადგილია.

როდესაც მოვითხოვე, წარმოედგინა ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელიც 2022-ის მარტში განაცხადის შეტანის შემდეგ იქნა მიღებული, გადმომცა 2020 წელს მიღებული დოკუმენტი, სადაც წერია, რომ ევროპარლამენტი მხარს უჭერს საქართველოს და ევროკავშირის შემდგომ დაახლოვებას, ისე, საერთოდ...ასევე ამბობს, რომ ზოგადად, ყველა ევროპულ ქვეყანას აქვს უფლება აპლიკაცია შეიტანოს ევროკავშირში...

ცხადია, არანაირი რეზოლუცია ჩვენი განაცხადის შემდეგ არავის მიუღია. ტყუილების კორიანტელიდან, მხოლოდ ერთის ლუსტრაცია. გრძლად მოვყევი, ყველამ გაიგოს, როგორ დასცინის ქართული ოცნება ხალხს. ზუსტად ასევე ცდილობს დასცინოს დასავლეთს. მაგრამ იქ უკვე ისწავლეს ჭკუა, ამიტომ აქეთ დასცინიან. ბიძინას კი ეშინია, ეშინია, რომ მოთმინების ფიალა აევსო ევროპასაც და ამერიკასაც...

ჩვენი არჩევანი მარტივია-ევროპა-თავისუფლება, მშვიდობა და კეთილდღეობა. ბიძინას მთავრობა გადაყვება ჩვენი ევროპული მომავლის წართმევის მცდელობას", - აცხადებს სამადაშვილი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
  • 13:50
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
  • 18:16
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
  • 14:27
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
  • 11:02
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
  • 17:22
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge