გერმანიამ უკრაინის სამხედრო დახმარება მინიმუმადე შეამცირა
- მსოფლიო
- 29.05.2022
- 12:48
გერმანიამ ბოლო ორ თვეში უკრაინისთვის მსუბუქი შეიარაღების მიწოდება შეამცირა. იუწყება გამოცემა Welt am Sonntag-ი წყაროზე დაყრდნობით.
30 მარტიდან 26 მაისამდე პერიოდში გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების მხოლოდ ორი პარტია მიაწოდა. აპრილში - ტყვიამფრქვევების სათადარიგო ნაწილები, ნაღმები, ხელყუმბარები, მაისში კი - 4 600 ტანსკაწინააღმდეგო ნაღმი.
უკრაინული გამოცემა НВ-ის ინფორმაციით, 28 მაისს უკრაინაში გერმანიის ელჩმა ანკა ფელდგუზენმა განაცხადა, რომ უკრაინაში მძიმე შეიარაღება მალე იქნება, მათ შორის საუბარია ჰაუბიცებზე, Gepard-ის ტიპის ტანკებზე და ჰაერსაწინააღმდეგო შეიარაღებაზე. „პროცესი უკვე დაწყებულია“, - განაცხადა მან.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200