primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
12 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge

ირაკლი ღარიბაშვილმა იორდანიის მეფეს ოქროს საწმისის ორდენი გადასცა

  • პოლიტიკა
  • 29.05.2022
  • 18:09
ირაკლი ღარიბაშვილმა იორდანიის მეფეს ოქროს საწმისის ორდენი გადასცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მეფე აბდალა II-ს წმინდა მიწაზე, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ საქართველოსთვის მიწის გადაცემისთვის, მადლიერების ნიშნად, საქართველოს სახელით, ოქროს საწმისის ორდენი გადასცა.

საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი მეფე აბდალა II-ს იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა და წმინდა მიწაზე, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ 4 000 კვადრატული მეტრი მიწის გადაცემისთვის მადლობა გადაუხადა.

„დიდი მადლობა, თქვენო სამეფო აღმატებულებავ! ჩემთვის დიდი პატივია, პირადად რომ გხვდებით. მადლობა ჩვენი მოწვევისა და მიღებისთვის. საქართველოსთვის მიწის ნაკვეთის გადმოცემის შესახებ თქვენი ძალიან გულუხვი გადაწყვეტილებისთვის მადლობას მოგახსენებთ ჩვენი მთავრობის, ქვეყნისა და ხალხის სახელით. თქვენო სამეფო აღმატებულებავ, გადაჭარბების გარეშე მინდა გითხრათ, რომ ეს არის უდიდესი საჩუქარი და სიხარული მთელი ერისთვის. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას ამისთვის. მადლობა! ასევე მინდა ხაზი გავუსვა ჩვენი ურთიერთობის მნიშვნელობას. ნამდვილად კარგი შესაძლებლობა მოგვეცა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობისა და სამომავლო განვითარების განსახილველად. სწორედ ამიტომ ჩამოვედი დელეგაციით, მინისტრებით. ასე რომ, კიდევ ერთხელ მოგახსენებთ მადლობას“, – მიმართა მთავრობის მეთაურმა მეფე აბდალა II-ს.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ წმინდა მიწაზე საქართველოსთვის გადმოცემულ მიწის ნაკვეთზე ქართული კულტურის ცენტრის მშენებლობა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის გაღრმავებას და ქართველი და იორდანელი ხალხის ისტორიული მემკვიდრეობის შესახებ ცნობადობის გაზრდას.

მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ საქართველო და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფო კავშირების გაღრმავების ახალ ეტაპზეა.

„შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა მისი აღმატებულება პრინც ღაზის, ასევე იერუსალიმის პატრიარქისა და იორდანიის არქიეპისკოპოსის როლს საქართველოსთვის მიწის გადაცემის გადაწყვეტილების მიღების პროცესში. პრემიერმა აღნიშნა, რომ პრინც ღაზის პირადი წვლილი გადამწყვეტი იყო საბოლოო შეთანხმების მიღწევაში და საქართველო ამას ძალიან აფასებს. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, უდიდესი ისტორიული მოვლენაა, რომ საერო და სასულიერო ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, 300 წლის შემდეგ საქართველო წმინდა მიწას უბრუნდება. საქართველოს მფლობელობაში არსებულ მიწაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის კურთხევით, ქართული კულტურის ცენტრი აშენდება.

შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოს შორის არსებულ მაღალი დონის თანამშრომლობას და გამოითქვა არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა. საუბარი შეეხო ორ მეზობელ რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ იორდანიის ჰაშიმიტური სამეფო განიხილება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და საკვანძო ქვეყანა, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდობასა და უსაფრთხოებას ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ახლო აღმოსავლეთის საკითხების პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მეფე აბდალას პირად როლს და არაბულ ქვეყნებთან ისტორიული კავშირების აღდგენის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მთავრობის მეთაურმა იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მეფე აბდალა მეორეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და მისთვის ხელსაყრელ დროს საქართველოში მოიწვია“, – ნათქვამია ოფიციალურ ინფორმაციაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
  • 13:50
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
  • 18:16
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
  • 14:27
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
  • 11:02
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
  • 17:22
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge