png.ge
png.ge
png.ge
16+
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

„ნაციონალური მოძრაობა“ 6 მარტს „გაზპრომის“ წინააღმდეგ აქციას გამართავს

  • პოლიტიკა
  • 24.02.2016
  • 14:12
„ნაციონალური მოძრაობა“ 6 მარტს „გაზპრომის“ წინააღმდეგ აქციას გამართავს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 6 მარტს „გაზპრომის“ წინააღმდეგ აქციას გამართავს - აღნიშნულის შესახებ დღეს პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ ისაუბრა და ის მიზეზები ჩამოთვალა, რის გამოც გაზპრომთან მოლაპარაკებები სახიფათოა. 

„პირველ რიგში, ის, რომ ქართული მხარე გულდაგულ მალავდა ამ მოლაპარაკების მიმდინარეობას და მის შესახებ მხოლოდ რუსული მხარის განცხადებების შემდეგ გახდა ცნობილი. მეორე მიზეზი გახლავთ ის, რომ ყველა ჯერზე, როდესაც ენერგეტიკის მინისტრი ცდილობდა ამ მოლაპარაკების რეალური მიზეზები აეხსნა, მისი განცხადებები ერთმანეთის გამომრიცხავი და საწინააღმდეგო იყო. ყველაფერი ეს აღძრავს სრულიად ლეგიტიმურ ეჭვებს და კითხვის ნიშნებს ამ მოლაპარაკების მიზნებთან, მასშტაბებთან და ამოცანებთან მიმართებაში. ჩვენ გვინდა მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ გვახსოვს, რას ნიშნავს "გაზპრომი", გვახსოვს რას ნიშნავს რუსული წყვდიადი, გაყინული და ჩაბნელებული საქართველო, გვახსოვს, ეზოებში დანთებული ცეცხლი და იქ ადუღებული ჩაიდნები“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ

მისი თქმით,  ყველა საფუძველი არსებობს ვივარაუდოთ, რომ ხელისუფლება ქვეყნის უკან, რუსულ წყვდიადში დაბრუნებას აპირებს.

„ამიტომ "ნაციონალური მოძრაობა" საზოგადოების ყველა იმ წევრთან ერთად, რომელსაც არ სურს ქვეყნის უკან დაბრუნება, ქვეყნის "გაზპრომის" ეპოქაში შეტრიალება, რომელსაც არ სურს, რომ საქართველოში კვლავ სიბნელე და სიცივე იყოს, ვაანონსებთ სიმბოლურ საპროტესტო აქციას, რომლის ამოცანა იქნება გავაგონოთ ჩვენი ხმა საქართველოს ხელისუფლებას და მტკიცედ ვაგრძნობინოთ რუსეთის ხელუფლებას, რომ საქართველოში "გაზპრომის" და რუსეთის წყვდიადის ეპოქა დასრულებულია და ქართული საზოგადოება ამ ეპოქის დაბრუნებას აღარ დაუშვებს. სწორედ ამიტომ ჩვენ ვაანონსებთ სიმბოლურ აქციას. ეს იქნება ცოცხალი ჯაჭვი, რომელიც გამოხატავს ქართული საზოგადოების დამოკიდებულებას ამ პროცესის მიმართ", - განაცხადა ბაქრაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge