png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

რუსეთმა უკრაინაში ოფიცრებს შორის დამანგრეველი დანაკარგი განიცადა - ბრიტანეთის დაზვერვა

  • მსოფლიო
  • 30.05.2022
  • 12:24
რუსეთმა უკრაინაში ოფიცრებს შორის დამანგრეველი დანაკარგი განიცადა - ბრიტანეთის დაზვერვა

რუსეთმა, სავარუდოდ, დამანგრეველი დანაკარგები განიცადა საშუალო და უმცროს ოფიცრებს შორის უკრაინაში შეჭრის შემდეგ. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის დაზვერვა იუწყება. „ბრიგადებისა და ბატალიონების მეთაურები, სავარაუდოდ, ფრონტის წინა ხაზზე გადიან და თავიანთი სიცოცხლის ფასად  იღებენ უკომპრომისო დონის პასუხისმგებლობას თავიანთი ქვედანაყოფების მოქმედებების გამო“, - ნათქვამია დაზვერვის ინფორმაციაში.

 უწყების წარმომადგენელთა აზრით, ეს ყველაფერი იმის გამო ხდება, რომ რუსეთი განიცდის კარგად მომზადებული და სამეთაურო უფლებამოსილებით აღჭურვილი სერჟანტების ნაკლებობას, როგორიც დასავლეთის ქვეყნების არმიებშია.

 ამიტომ გაერთიანებული სამეფოს დაზვერვა მიიჩნევს, რომ უმცროს ოფიცრებს უწევთ უხელმძღვანელონ ტაქტიკურ მოქმედებებს ყველაზე დაბალ დონეზეც კი.

 „პროფესიონალი, ახალგაზრდა ოფიცრების მნიშვნელოვანი დანაკარგი, სავარაუდოდ, გააღრმავებს მიმდინარე პრობლემებს მოდერნიზაციის, მართვისა და კონტროლის მიმართულებით“, - აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა.

 მისივე თანახამდ, ეს აისახება ტაქტიკური ჯგუფების ბატალიონების ეფექტიანობაზეც, რომლებსაც აკომპლექტებენ რამდენიმე გადარჩენილი ქვედანაყოფისგან.

 „რუსეთის ძალებში ლოკალური ამბოხება, გამოცდილი და ნდობით აღჭურვილი ოფიცრების ნაკლებობა, სავარაუდოდ, გამოიწვევს საბრძოლო სულისკვეთების დაქვეითებას და დაბალი დისციპლინის შენარჩუნებას“, - აღნიშნულია დაზვერვის ინფორმაციაში.

 რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკვე ორი თვეა უკრაინაში დანაკარგის შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროვებს. უწყების ბოლო ინფორმაცია 25 მარტით თარიღდება - მაშინ სამინისტრომ მხოლოდ 1 351 დაღუპული სამხედროს შესახებ განაცხადა. უკრაინის მხარის მონაცემებით, 30 მაისის მდგომარეობით, რუსეთმა უკრაინაში უკვე 30 ათასზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა.

 თავის მხრივ, ბრიტანეთის დაზვერვა არ გამორიცხავს, რომ სამ თვეში რუსეთმა უკრაინაში იმდენივე სამხედრო დაკარგა, რამდენიც საბჭოთა კავშირმა ავღანეთში 9-წლიანი ომის განმავლობაში - დახლოებით 15 ათასი ადამიანი.

 აპრილის ბოლოს გამოცემა „მედიაზონამ“ რეგიონებიდან მიღებული მონაცემების შესწავლის შედეგად გაავრცელა ინფორმაცია რუსეთის ძალებს შორის 317 ოფიცრის დაღუპვის შესახებ, მათგან მესამედზე მეტი მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი და პოლკოვნიკია. ამის გარდა, ღია წყაროების თანახმად, უკრაიანში დაიღუპა სულ მცირე ორ რუსი გენერალ-მაიორი ანდრეი სუხოვეცკი და ვლადიმირ ფროლოვი. უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, რუსთმა უკრაინაში საერთო ჯამში რვა გენერალი დაკარგა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge