ახალი ამბების სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" დაარსებიდან 17 წელი შეუსრულდა
- საზოგადოება
- 01.06.2022
- 10:39
დღეს, 1-ელ ივნისს, ახალი ამბების სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" დაარსებიდან 17 წელი შეუსრულდა. სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენმა" 2005 წლის 1-ელ ივნისს დაიწყო მუშაობა. 17 წლის განმავლობაში სააგენტომ მედიაბაზარზე დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სახელის დამკვიდრება შეძლო.
2008 წლის სექტემბერში ბულგარეთში გამართულ შავი ზღვის ქვეყნების საინფორმაციო სააგენტოების ასოციაციის მეორე ასამბლეაზე /BSENNA/ "ჯი-ეიჩ-ენი" ასოციაციის სრულუფლებიანი წევრი გახდა. 2010 წლის 4 მარტიდან "ჯი-ეიჩ-ენი" შავი ზღვის ქვეყნების ნაციონალური საინფორმაციო სააგენტოების ალიანსის თავმჯდომარე გახდა.
"პრაიმნიუსჯორჯია" ულოცავს "ჯი-ეიჩ-ენს" და შემოქმედებით წარმატებებს უსურვებს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200