png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

WSJ: სანქციების მიუხედავად, რუსული ნავთობი აშშ-ში მაინც ხვდება

  • მსოფლიო
  • 01.06.2022
  • 20:46
WSJ: სანქციების მიუხედავად, რუსული ნავთობი აშშ-ში მაინც ხვდება

რუსული ნავთობი, გამოცხადებული ემბარგოს მიუხედავად, აშშ-ში მაინც იგზავნება. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს.

ბაზრის მონაწილეებმა WSJ-ს უთხრეს, რომ ნავთობის ტრეიდერები პოულობენ ხერხებს გვერდი აუარონ რუსულ ნავთობზე აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს. კერძოდ, ისინი მალავენ, რომ რუსული ნედლი ნავთობი გამოიყენება ბენზინში, დიზელის საწვავში ან სხვა გადამუშავებულ პროდუქტებში.  

გამოცემის მონაცემებით, საწვავის ტვირთი, რომელიც ნაწილობრივ წარმოებული იყო რუსული ნავთობისგან, მაისში საზღვაო გზით  ნიუ იორკსა და ნიუ ჯერსიში ჩავიდა. ის აშშ-ში ჩაიტანეს სუეცის არხისა და ატლანტის ოკეანის გავლით ინდოეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებიდან, რომლებიც რუსული ნავთობის მსხვილი მყიდველები არიან.

ასევე, გამოცემის ცნობით, რუსეთში მოპოვებული ნავთობი გადაიქაჩება ხომალდებს შორის ხმელთაშუა და შავ ზღვებში, ასევე დასავლეთ აფრიკის სანაპიროებთან, შემდეგ კი სხვა წარმოშობის მითითებით იგზავნება არა მხოლოდ ჩინეთსა და ინდოეთში, არამედ ევროპის სხვა ქვეყნებშიც.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინაში რუსეთის სასტიკი შეჭრიდან რამდენიმე დღეში - 8 მარტს რუსული ნავთობისა და გაზის ნავთობის აკრძალვის შესახებ განაცხადა. ევროკავშირმა 31 მაისს განაცხადა, რომ სანქციების ახალი პაკეტის ფარგლებში შეათანმა რუსულ ნავთობზე ნაწილობრივი ემბარგო, რომელიც არ შეეხება გაზსადენებით მიწოდებას. პაკეტში ასევე შედის რუსული ნავთობის საზღვაო ტრანსპორტირების დაზღვევის აკრძალვა, რომელსაც მხარი დაუჭირა დიდმა ბრიტანეთმა, შესაბამისად, ის ვრცელდება ამ სფეროში უმსხვილეს სადაზღვევო ბაზარზე - Lloydʼs of London.

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სანქციების ფონზე ინდოეთმა და ჩინეთმა რუსული ნავთობის იმპორტი გაზარდეს, რომელიც დიდი ფასდაკლებით იყიდება.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge