უკრაინის ძალებმა ხერსონის ოლქის ჩრდილოეთით 20-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს
- მსოფლიო
- 01.06.2022
- 23:30
ხერსონის ოლქის ჩრდილოეთით უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაყოფებმა რუსი ოკუპანტებისგან 20-ზე მტი დასახლება გაათავისუფლეს.
ამის შესახებ ხერსონის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გენადი ლაგუტამ ტელემარათონის ეთერში განაცხადა.
„დნიპროპეტროვსკის ოლქის მხრიდან გათავისუფლებულია 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტი“, - განაცხადა მან.
მისი თქმით, ოლქის ოკუპირებული ტერიტორია მოსახლეობის ნახევარმა დატოვა. ასევე ლაგუტას თქმით, უკრაინის შეირაღებული ძალები სამხრეთის მიმართულებით მიიწევენ.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200