როდესაც მთელი რეგიონის უსაფრთხოება საფრთხის ქვეშ დგას, კანდიდატის სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალია - დევიდ მაკალისტერი
- პოლიტიკა
- 02.06.2022
- 13:02
ევროპის სახალხო პარტია განიხილავს საკუთარ შეფასებას მოლდოვას, უკრაინისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, დევიდ მაკალისტერი twitter-ში წერს.
„ევროპის სახალხო პარტიას მიაჩნია, რომ მაშინ, როდესაც მთელი რეგიონის უსაფრთხოება საფრთხის ქვეშ დგას, კანდიდატის სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალია“, - წერს დევიდ მაკალისტერი.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200