png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

Newsweek: პუტინმა აპრილში სიმსივნის მკურნალობის კურსი გაიარა

  • მსოფლიო
  • 02.06.2022
  • 21:40
Newsweek: პუტინმა აპრილში სიმსივნის მკურნალობის კურსი გაიარა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აპრილში კიბოს პროგრესირებადი ფორმის მკურნალობის კურსი გაიარა. ინფორმაციას ამერიკული გამოცემა Newsweek ავრცელებს. გამოცემა ეყრდნობა ამერიკის დაზვერვის სამ წარმომადგენელს, რომლებიც აშშ-ის დაზვერვის მეოთხე გასაიდუმლოებულ ანგარიშს გაეცნენ.

გამოცემის მონაცემებით, ანგარიშიდან ირკვევა, რომ მარტში თავდასხმა მოხდა პუტინზე. „პუტინის ძალაუფლება ძლიერია, მაგრამ აღარ არის აბსოლუტური“, - ამბობს Newsweek-ის ერთ-ერთი წყარო. „მისი მმართველობის განმავლობაში კრემლში არასდროს ყოფილა ასეთი დაძაბული ბრძოლა, ყველა გრძნობს, რომ დასასრული ახლოსაა“, - ამბობს წყარო.

ამავდროულად, სამივე წყარო - აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის აპარატის (ODNI) წარმომადგენელი, სამხედრო-საჰაერო ძალების თადარიგის უფროსი ოფიცერი და პენტაგონის სადაზვერვო სააგენტოს (DIA) თანამშრომელი, ამბობს, რომ რუსეთის ლიდერის იზოლაცია ამერიკის სპეცსამსახურებს ურთულებს გააკეთოს ზუსტი შეფასება პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

ერთ-ერთი წყაროს თქმით, პუტინს ბევრი შეხვედრა არ ჰქონია უცხოელ ლიდერებთან, რაც ინფორმაციებისადმი წვდომას აფერხებს, რომელთა მიღებაც ზოგჯერ შესაძლებელია პირადი შეხვედრებიდან. „ამგვარად, პუტინის იზოლაციამ სპეკულაციის დონე გაზარდა“, - განაცხადა წყარომ.

„ჩვენ უნდა გვახსოვდეს, თუ რა გავლენა აქვს სწრაფვას - მივიღოთ სასურველი სინამდვილედ... ჩვენ ვისწავლეთ და შესაძლოა, არც ვისწავლეთ რთული გაკვეთილები ბინ ლადენთან და სადამ ჰუსეინთან დაკავშირებით“, - განაცხადა სამხედრო-საჰაერო ძალების უფროსმა ოფიცერმა.

 

ბოლო თვეების განმავლობაში მედიაში არაერთხელ გაჩნდა სპეკულაციები პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ. კერძოდ, აპრილის დასაწყისში გამოცემა „პროექტი“ წერდა, რომ რუსეთის პრეზიდენტს  ხშირად ნახულობს ექიმი - ქირურგი ონკოლოგი. მისი ინფორმაციით, მხოლოდ სოჭში ექიმი პუტინთან 35-ჯერ ჩავიდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 29 მაისს ფრანგულ ტელეარხ TF1-თან უარყო ინფორმაცია პუტინის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ. ეს იყო მაღალი რანგის პოლიტიკოსის პირველი განცხადება რუსეთის პრეზიდენტის ავადმყოფობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციების პასუხად.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge