primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
12 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge

უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტებს ოთხი მიმართულებით უკან დაახევინეს - უკრაინის გენშტაბი

  • მსოფლიო
  • 03.06.2022
  • 10:19
უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტებს ოთხი მიმართულებით უკან დაახევინეს - უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედრებმა სლავიანსკის, სევერდონეცკის, კრივოი როგის მიმართულებებზე, ასევე კრასნოგოროვკისა და პოლტავის მახლობლად რუს ოკუპანტებს უკან დახევა აიძულეს.

ვოლინისა და პოლესის მიმართულებებზე ბელარუსის შეიარაღებული ძალების ძირითადი ძალისხმევა მიმართულია სახელმწიფო საზღვრის დაცვისკენ.

ამავდროულად, ხდება სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფების როტაცია უკრაინის მოსაზღვრე რაიონებში.

გენშტაბის ცნობით, შენარჩუნებულია ბელარუსის ტერიტორიიდან სარაკეტო დარტყმების განხორციელების საფრთხე.

სევერსკის მიმართულებით მტრის აქტიური მოქმედებები არ შეინიშნება. ოკუპანტებმა სარაკეტო დარტყმა მიაყენეს სუმის ოლქში სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, ასევე ცეცხლი გაუხსნეს რამდენიმე დასახლებულ პუნქტს.

სლობოჟანსკის მიმართულებით მოწინააღმდეგე აგრძელებს შეტევის მზადებას. ავსებს მატერიალური საშუალებების, შეიარაღებისა და ტექნიკის მარაგებს რუსეთის ტერიტორიაზე. უკრაინის არმიის შეტევითი პოტენციალის დაქვეითების მიზნით ახორციელებს ცეცხლს საქვემეხო არტილერიიდან და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან.

ხარკოვის მიმართულებაზე მტერს აქტიური მოქმედებებისთვის არ მიუმართავს. ძირითადი ძალისხმევა მიმართულია უკრაინის თავდაცვის ძალების შეკავებაზე. მტერმა ცეცხლი გაუსნა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას დასახლებულ პუნქტებში. ასევე მიაყენა ავიადარტყმები.

მტერი კონცნეტრირებულია სლავიანსკის მიმართულებაზე, კერძოდ, საინჟინრო აღჭურვილობის პოზიციებზე. შტურმი მიიტანა ბოგოროდიჩნოესა და დოლინის დასახლებულ პუნქტებზე, წარმატებას ვერ მიაღწია და დიდი დანაკარგის შემდეგ უკან დაიხია.

დონეცკის მიმართულებაზე რუსი ოკუპანტები აგრძელებენ საარტილერიო ცეცხლს შეხების ხაზის გასწვრივ.

ლიმანის მიმართულებაზე მტერმა დაბომბა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა იაროვოს, შუროვოს, სტარი კარავანისა და რაიგოროდოკის დასახლებული პუნქტები. შტურმი მიიტანა სტუდენკოს მახლობლად, საბრძოლო მოქმდებები გრძელდება.

სევეროდონეცკის მიმართულებაზე რუსი დამპყრობლები აგრძელებენ უკრაინის ძალებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ცეცხლს სევერდონეცკში, ბოროვსკოეში, უსტინოვკასა და ლისიჩანსკში. მტრის მოიერიშე ავიაციამ ავიადარტყმები მიაყენა მირნოი დოლინის სიახლოვეს. ამის გარდა, მეტელკინოსა და ბელოგოროვკის რაიონებში ოკუპანტებმა შტურმი სცადეს, მაგრამ დიდი დანაკარგი განიცადეს, უკან დაიხიეს და ძველ პოზიციებს დაუბრუნდნენ.

სევეროდონეცკის ცენტრალურ ნაწილში ბრძოლები გრძელდება.

ბახმუტის მიმართულებაზე მტერმა ცეცხლი გაუხსნა პოკროვსკოეს, ნიუ იორკის, ზოლოტოეს, კამიშევახის, ნიკოლაევკის, ბერესტოვოს, ბელოგოროვკისა და ვრუბოვკის დასახლებულ პუნქტებს, ვრუბოვკისთან ოკუპანტების შტურმს წარმატები არ მოჰყოლია.

ავდეევკის, კურახოვის, ნოვოპავლოვისა და ზაპოროჟიეს მიმართულებებზე მტერს აქტიური მოქმედებები არ განუხორციელებია.

მტერი ცდილობდა შტურმის განხორციელებას კრასნოგოროვკისა და პოლტავკის სიახლოვეს, მაგრამ წარუმატებლად, უკან დაიია და ძველ პოზიციებს დაუბრუნდა.

იუჟნობუჟის მიმართულებაზე მოწინააღმდეგე იყენებდა ნაღმტრორცნებს, საქვემეხო არტილერიასა და ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ რამდენიმე დასახლებულ პუნქტში. კრივოი როგის მიმართულებით მტერმა გააქტიურა საჰაერო დაზვერვა და ცდილობდა შტურმის განხორციელებას, მაგრამ უკრაინის ძალებმა მოწინააღმდეგე უკაუგდო და ძველ პოზიციებზე დაახევინა.

ოკუპანტები დაცვის საზღვრების შეკავების მიზნით აძლიერებენ მოწინავე პოზიციებს რეზერვის გადაჯგუფების ხარჯზე თავდაცვის ძალების დანაყოფების წინსვლის შესაძლო მიმართულებებზე.

ასევე გენშტაბის ცნობით, მტრის 150-ე მოტომსროლელმა დივიზიამ პოპასნიას მიმართულებით განიცადა დიდი დანაკარგი - პირადი შემადგენლობის, შეიარაღებისა და ტექნიკის სულ მცირე 50 პროცენტი.

„მტრის პირადი შემადგენლობა დემორალიზებულია, რაც გამოწვეულია მათი როტაციის ვადების მუდმივი გადაწავით, რის გამოც პირადი შემადგენლობა უარს ამბობს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობაზე“, - ნათქვამია გენშტაბის ინფორმაციაში.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
  • 13:50
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
  • 18:16
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
  • 14:27
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
  • 11:02
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
  • 17:22
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge