png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ჩინეთმა მესამე ავიამზიდის მშენებლობა დაასრულა

  • მსოფლიო
  • 03.06.2022
  • 16:41
ჩინეთმა მესამე ავიამზიდის მშენებლობა დაასრულა

შანხაის გემთმშენებლობის ქარანაში მესამე, თანამედროვე ჩინური ავიამზიდის მშენებლობა, სავარაუდოდ, დასასრულს უახლოვდება.  ამის შესახებ Associated Press (AP) სატელიტურ ფოტოებზე დაყრდნობით იუწყება.

31 მაისს გადაღებული ფოტოები, რომლებიც კომპანია Planet Labs-მა მიიღო, მიუთითებს, რომ გემზე ტექნიკური სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.

კერძოდ, ავიამზიდიდან სამშენებლო აღჭურვილობა უკვე აიღეს:  ეს ნაბიჯი კი წინ უძღვის მშრალი დოკის წყლით შევსებას, სადაც ხომალდი იმყოფება და მის გაშვებას.

თავის მრივ სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევის ამერიკის ანალიტიკურ ინსტიტუტში ჩინური ავიამზიდის დასრულებას უწოდებენ „ჩინეთის სამხერო მოდერნიზაციაში ისტორიულ მომენტს და ქვეყნის სამხედრო ძალის მზარდ სიმბოლოს“.

ხომალდის მშენებლობა 2018 წლიდან მიმდინარეობს. თუმცა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში ვარაუდობენ, რომ ავიამზიდი საბოლოო ექსპლუატაციაში 2024 წლამდე არ შევა: ჯერ  მას საზღვაო გამოცდები ელოდება.

ჩინეთის სამხედრო-საზღვაო ძალებმა ბოლო წლებში ინდოეთის ოკეანესა და წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში თავისი ყოფნა გაზარდეს, შექმნეს საზღვარგარეთს ბაზა ჯიბუტიში, სადაც ასევე ემხრობიან აშშ-სა და იაპონიის სამხედრო ყოფნას.

AP აღნიშნავს, რომ იმის მიუხედავად, რომ ჩინეთის სამხედრო-საზღვაო ძალები ხომალდების რაოდენობით მსოფლიოში ყველაზე დიდია, შესაძლებლობებით ჩამორჩება აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებს. აშშ-ს შეიარაღებაში შედის 11 ავიამზიდი, ასევე ცხრა უნივერსალური სადესანტო ხომალდი, რომლებსაც შეუძლიათ ვერტმფრენებისა და თვითმფრინავების გადატანა.

ამის გარდა, აშშ უფრო მეტ ყურადღებას უთმობს ჩინეთის გარშემო რეგიონს, მათ შორის სამხრეთ-ჩინეთის ზღვას, სადაც ჩინეთი და სხვა სახელმწიფოები ტერიტორიულ დავებს აწარმოებენ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge