png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე ღარიბაშვილს შეკითხვა ლექსო ლაშქარავას შესახებ დაუსვეს

  • კომენტარები
  • 03.06.2022
  • 20:08
ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე ღარიბაშვილს შეკითხვა ლექსო ლაშქარავას შესახებ დაუსვეს

ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე პრემიერმინისტრს ოპერატორ ლექსო ლაშქარავას დაღუპვაზე დაუსვეს შეკითხვა.

ღარიბაშვილს დარბაზიდან ჰკითხეს:
"თქვენ იკითხეთ, რატომ არ უნდა მიიღოს საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ჩემი კითხვაა და დავუბრუნდები გასული წლის 11 ივლისს, როდესაც ჟურნალისტი და ოპერატორი თბილისის ცენტრში თბილი პრაიდის დროს მოკლეს, როდესაც მათ ულტრამემარჯვენეები დაესხნენ თავს. თქვენმა ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა, რომ აქტივისტები დაეცვა. თქვენი ხელისუფლება წელსაც იმავე შეცდომას გაიმეორებს თუ რეალურად დაიცავს ევროპულ ღირებულებებს?" - ჰკითხა ფორუმის მონაწილემ ღარიბაშვილს.

ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ 2014 წელს საქართველომ ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღო. მისივე თქმით, ამ ლგბტ ადამიანების უფლებებთან დაკავშირებული პრობლემები ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც არსებობს.

„გულწრფელად გითხრათ, ეს არ არის პრობლემა…. და რა თქმა უნდა ბევრ ქვეყანაში, ევროკავშირის ბევრ წევრ ქვეყანაში – არის პრობლემები ამ საკითხთან დაკავშირებით…”, – განაცხადა მან.

ლექსო ლაშქარავაზე ღარიბაშვილმა განაცხადა:

“მაგრამ ეს ინფორმაცია არასწორია – ბატონმა თქვა, რომ ოპერატორი მოკლეს დაპირისპირების დროს, არ მინდა შეგაწუხოთ ყველა დეტალით, მაგრამ ვიტყვი მოკლედ – პოლიციამ პასუხისგებაში მისცა 30-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც თავს დაესხნენ ჟურნალისტებს, ოპერატორებს და ისინი დააკავეს. ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება, რომ დაიცვას ყველა მოქალაქე. მიუხედავად მათი ორიენტაციისა თუ სხვა. და კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ კანონი რომელიც არსებობს საქართველოში იცავს ყველა მოქალაქეს,“ – თქვა ღარიბაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge