png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

უკრაინისთვის ამერიკული შორი მანძილის რაკეტების გადაცემის შემთხვევაში, დარტყმებს მივაყენებთ იმ ობიექტებს, რომლებზეც იერიში ჯერ არ მიგვიტანია - პუტინი

  • მსოფლიო
  • 05.06.2022
  • 14:07
უკრაინისთვის ამერიკული შორი მანძილის რაკეტების გადაცემის შემთხვევაში, დარტყმებს მივაყენებთ იმ ობიექტებს, რომლებზეც იერიში ჯერ არ მიგვიტანია - პუტინი

უკრაინისთვის ამერიკული შორი მანძილის რაკეტების გადაცემის შემთხვევაში დარტყმებს მივაყენებთ იმ ობიექტებს, რომლებზეც იერიში ჯერ არ მიგვიტანია, -  ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა „როსია 1“-ს განუცხადა.

მისი თქმით, კიევის მოთხოვნა დიდწილად უკავშირდება საბრძოლო ტექნიის დანაკარგის შევსებას. როგორც პუტინი აღნიშნავს, საუბარია 45-70 კმ-ის დისტანციის რაკეტებზე, რომლებიც საბჭოთა და რუსული „გრადების,“ „სმერჩებისა“ და „ურაგანების“ ანალოგია.

„იქიდან გამომდინარე, რომ ეს მიწოდება შტატებისა და სხვა ზოგიერთი ქვეყნის მხრიდან უკავშირდება ამ საბრძოლო ტექნიკის დანაკარგის შევსებას, აქ ახალი არაფერია და ეს არსებითად არაფერს ცვლის“, - განაცხადა პუტინმა.

მას აღნიშნა, რომ „სამხედრო ოპერაციის“ დაწყებიდან უკრაინამ, რომელსაც 515 სარაკეტო სისტემა ჰქონდა, უკვე დაკარგა 380. კიევმა მათი ნაწილის აღდგენა შეძლო ან გამოიტანა მარაგებიდან. პუტინის თქმით, ამჟამად უკრაინის შეიარაღებული ძალები დაახლოებით 360 ერთეულ ასეთ ტექნიკას ფლობს.

პუტინის თქმით, თუ ვაშინგტონი უკრაინას შორი დისტანციის რაკეტებს გადასცემს, რუსეთი შესაბამისად იმოქმედებს.

„თუ ის {რაკეტები} მიეწოდება {უკრაინას} - აქედან გამოვიტანთ შესაბამის დასკვნებს და გამოვიყენებთ განადგურების საშუალებებს, რომლებიც ჩვენ საკმარისად გვაქვს, იმისთვის, რომ დარტყმები მივაყენოთ იმ ობიექტებს, რომლებზეც იერიში ჯერ არ მიგვიტანია“, - თქვა აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტმა.

მისი აზრით, უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების გარშემო შექმნილ აურზაურს, მხოლოდ ერთი მიზანი აქვს - შეიარაღებული კონფლიქტი რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge