თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე აქცია - „ერთად ევროპისკენ“ გაიმართა
- საზოგადოება
- 05.06.2022
- 20:21
„ერთად ევროპისკენ“ – ამ სახელწოდებით თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე აქცია გაიმართა.
აქციის ორგანიზატორები სხვადასხვა სფეროდან იყვნენ. მათი განმარტებით, აქციის მიზანია, ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაადასტუროს ევროკავშირისკენ შეუქცევადი სწრაფვა.
აქციას ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მოქალაქეებმა გზის სავალ ნაწილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშა გაშალეს. მოგვიანებით კი მათ ევროკავშირის დროშაზე სიმბოლური ხელმოწერა დატოვეს, რომელიც შემდეგ ბრიუსელში გაიგზავნება.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200