primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
10 აგვისტო, 2026, ორშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 აგვისტო, 2026, ორშაბათი
primenewsgeorgia.ge

„თურქი ბიზნესმენებისთვის საქართველოში უსაფრთხო გარემოა შექმნილი“

  • ეკონომიკა
  • 25.02.2016
  • 10:00
„თურქი ბიზნესმენებისთვის საქართველოში უსაფრთხო გარემოა შექმნილი“

თურქეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, 24 თებერვალს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მსუბუქი მრეწველობის 12 უმსხვილესი თურქული კომპანიის ხელმძღვანელებთან მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვედრა გამართა.

შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების კოლეგია (DEIK) და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. მას ასევე დაესწრნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, სამინისტროს ინდუსტრიული განვითარების ჯგუფის ხელმძღვანელი ნუგზარ კაჩუხაშვილი, სს „საპარტნიორო ფონდი"-ს აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე და თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირაკლი კოპლატაძე.

შეხვედრა გახსნა თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების კოლეგიის (DEIK) თურქეთ-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ იანგინმა.

„საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის განვითარება თურქეთის ხელისუფლების პრიორიტეტს წარმოადგენს. ჩვენ, თურქი ბიზნესმენები აღნიშნულ პოლიტიკას მხარს ვუჭერთ. პირადად მე, საქართველოში ბიზნესს ვეწეოდი და ამას მომავალშიც ვაპირებ. თურქი ბიზნესმენებისთვის საქართველოში უსაფრთხო გარემოა შექმნილი და არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ ორმხრივი ბიზნესი მესამე ქვეყნებშიც განვავითაროთ“, - განაცხადა ჯემალ იანგინმა. მან საქართველოს ვიცე-პრემიერის შეხვედრა თურქ ბიზნესმენებთან წარმატებით შეაფასა და დასძინა, რომ მსგავსი შინაარსიანი შეხვედრები ხშირად უნდა იმართებოდეს.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესები და ის რეფორმები, რომელიც ხორციელდება საქართველოში ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით. მან ვრცლად ისაუბრა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების სარგებელზე, აგრეთვე წარმატებული მოლაპარაკებების პროცესზე ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასა (EFTA) და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოში არსებული ბიზნეს-გარემო მიმზიდველია თურქული კომპანიებისთვის, რომლებიც მსუბუქი მრეწველობის პროდუქციას აწარმოებენ. მისი განცხადებით, თურქ ინვესტორთა ნაწილი ამ მიმართულებით საქართველოში წარმატებით მუშაობს. „ვფიქრობთ, რომ მსგავსი კომპანიების ინტერესი საქართველოს მიმართ გაიზრდება. აღნიშნული სექტორი ბევრ ადამიანს ასაქმებს. გარდა ამისა, მას აქვს უდიდესი საექსპორტო პოტენციალი. ბოლო მონაცემებით, საქართველოდან 100 მილიონ დოლარზე მეტი მსუბუქი მრეწველობის პროდუქცია გავიდა,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

25 თებერვალს საქართველოს ვიცე-პრემიერი სასტუმროების ინდუსტრიაში მოქმედ 10-ამდე მსხვილ კომპანიასთან გამართავს ორმხრივ შეხვედრას.

ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან დაგეგმილი შეხვედრების მიზანია თურქული კომპანიებისათვის საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემოსა და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და კონკრეტული საინვესტიციო პროექტების წარდგენა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge