png.ge
png.ge
png.ge
16+
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გერმანელ კოლეგას შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 25.02.2016
  • 10:02
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი  გერმანელ კოლეგას შეხვდა

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე გერმანელ კოლეგას  ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.

მინისტრებმა განიხილეს საქართველოსა და გერმანიის ორმხრივი ურთიერთობის  ფართო სპექტრი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო  საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმდინარეობას და ამ გზაზე  მიღწეულ პროგრესს. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა  გერმანიის ხელისუფლების მხარდაჭერის მნიშვნელობა, როგორც ქვეყნის განვითარების, ასევე საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიზნების განხორციელებაში.

„ძალიან კარგი შეხვედრა შედგა ჩემს კოლეგასთან, ბ-ნ შტაინმაერთან. მიმოვიხილეთ საკითხების  ფართო  სპექტრი, მათ შორის ვისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებზე და ურთიერთობის ცალკეულ  მიმართულებებზე. საუბარი ასევე შეეხო პოზიტიურ ტენდენციებს, რომელიც შეინიშნება ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით და რომლის განხორციელებასაც ბ-ნმა შტაინმაიერმა კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი.  ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს ევროპულ მომავალზე და იმ რეფორმებზე, რომელსაც საქართველო ხორციელებს. გერმანიამ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ საქართველო არის ძალიან წარმატებული ამ რეფორმების გზაზე, გამოირჩევა როგორც პოლიტიკური ასევე დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით.  გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა გერმანიის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. განვიხილეთ ვიზალიბერალიზაცია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგში. აღინიშნა, რომ  გერმანიის მხრიდან იქნება სრული მხარდაჭერა რათა საქართველომ მიიღოს თავისუფალი მიმოსვლა ევროკავშირთან“-განაცხადა ჯანელიძემ. 

ორმხრივი თანამშრომლობის კონტექსტში მხარეებმა აღნიშნეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიზნით არსებული შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებისა და ათვისების საჭიროება. პრიორიტეტულ ამოცანად დასახელდა საქართველოს ეკონომიკისა და მთლიანად რეგიონის პოტენციალით გერმანიის საქმიანი წრეების შემდგომი დაინტერესება და საქართველოში გერმანული ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა. ყურადღება ასევე დაეთმო კულტურისა და განათლების სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს. 

მინისტრებმა ასევე ისაუბრეს  ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე. საქართველომ მადლობა გადაუხადა გერმანიას ქვეყნის სუვერენიტეტისა და მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის. 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge