primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
11 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge

გამოარჩიეს ყველაზე დიდი ქართველები და მათი სახელის დაკნინებით ცდილობენ, დაანგრიონ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის იდენტობა - კობახიძე

  • კომენტარები
  • 07.06.2022
  • 14:09
გამოარჩიეს ყველაზე დიდი ქართველები და მათი სახელის დაკნინებით ცდილობენ, დაანგრიონ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის იდენტობა - კობახიძე

"ბერძენიშვილები, ბოკერიები, სააკაშვილები, გვარამიები და სხვები არიან ახალი დროის ბოლშევიკები, რომლებიც დღეს ცდილობენ პროპაგანდით დაანგრიონ ის, რასაც მათი იდეური წინაპრები, ბოლშევიკები ასი წლის წინ უროთი ანგრევდნენ - ჩვენ ამას არ დავუშვებთ", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, ეროვნული იდენტობის მიმართ შეტევის ახალი ტალღა მიმდინარეობს.

"ხედავთ, რომ გამოარჩიეს რამდენიმე, ყველაზე დიდი ქართველი და მათი სახელის დაკნინებით ცდილობენ, რომ დაანგრიონ ჩვენი ქვეყნის და ხალხის იდენტობა. ეს არის მცდელობა, რომელიც არის სახეზე. ხან ილია ჭავჭავაძეს უწუნებდნენ პოეზიას, ხან ერეკლე მეორეს უწუნებდნენ კონკრეტულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, ხან დავით აღმაშენებელს უწუნებენ შვილების და შვილიშვილების აღზრდას. აქ ვხედავთ, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ასრულებენ ერთგვარი ყინულმჭრელის როლს, ესენი პირველ რიგში, არიან ძმები ბერძენიშვილები, რომლებსაც აქვთ გამორჩეული ზიზღი ქართველი ხალხის და ქვეყნის მიმართ. საიდან მომდინარეობს ეს ზიზღი - არ ვიცით, მაგრამ ეს არის სამწუხარო ფაქტი. ლევან ბერძენიშვილი არის ადამიანი, რომელიც, შეიძლება, გინესის რეკორდების წიგნში შევიყვანოთ. ეს არის ადამიანი, რომელმაც ყველაზე მეტი წიგნი ვერ გაიგო. თუმცა, ეს, ვიტყვი, რომ არ არის უბრალოდ ერთი ზიზღით გამსჭვალული ადამიანის, უსამშობლოო და უღმერთო კაცის გაუკუღმართებული საუბარი. ისინი უბრალოდ აგრძელებენ იმ კამპანიას, რომელიც „ნაცმოძრაობამ“ დაიწყო ჯერ კიდევ მაშინ, ვიდრე ისინი მოვიდოდნენ ხელისუფლებაში. მათ ძალიან კარგად იციან, რომ იდენტობის შესარყევად, იმისთვის, რომ შეარყიო ეროვნული იდენტობა, უნდა შეეხო ყველაზე წმინდას, რაზეც ეს იდენტობა დგას და ეს არის, პირველ რიგში, ამ ერის დიდი წინაპრები, ეს არის მისი სარწმუნოება, მისი ეკლესია და სწორედ აქედან გამომდინარე არიან ამ შეტევის, შტურმის მთავარი ობიექტები ჩვენი დიდი წინაპრები, ჩვენი სარწმუნოება და ეკლესია. იმისთვის, რომ ადამიანი გადააგვარო, პირველ რიგში, მას უარი უნდა ათქმევინო საკუთარ დედაზე და საკუთარ მამაზე. ეს მათ იციან და შესაბამისად, მარტივია მათი შეტევის სტრატეგია ჩვენი ეროვნული იდენტობის წინააღმდეგ. ეს არის ამ სტრატეგიის შინაარსი - ისინი ებრძვიან ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ერის ფესვებს და „ნაცმოძრაობა“ ყველამ ვიცით, რომ არის კოლექტიური დოქსოპულო, კოლექტიური გიგლა ბერბიჭაშვილი. ეს ადამიანები: ბერძენიშვილები, ბოკერიები, სააკაშვილები, გვარამიები და სხვები არიან ახალი დროის ბოლშევიკები, რომლებიც დღეს ცდილობენ პროპაგანდით დაანგრიონ ის, რასაც მათი იდეური წინაპრები - ბოლშევიკები ასი წლის წინ უროთი ანგრევდნენ. ჩვენ ამას არ დავუშვებთ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათი წარმატება ამ გზაზე, რასაც ჰქვია ეროვნული იდენტობის ნგრევა იყოს ნულოვანი და ამაზე ვართ პასუხისმგებელი, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის, ერის და ხალხის წინაშე“,- განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
  • 11:02
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
  • 17:22
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge