png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ცდილობენ, თუ სტატუსს მივიღებთ, ეს დაიბრალონ და თუ ნეგატიური გადაწყვეტილება იქნება, ხელისუფლებას დაბრალდეს - სტატუსის მონიჭება მხოლოდ რეფორმების, დამსახურება იქნება - მდინარაძე ოპოზიციაზე

  • პოლიტიკა
  • 07.06.2022
  • 14:36
ცდილობენ, თუ სტატუსს მივიღებთ, ეს დაიბრალონ და თუ ნეგატიური გადაწყვეტილება იქნება, ხელისუფლებას დაბრალდეს - სტატუსის მონიჭება მხოლოდ რეფორმების, დამსახურება იქნება - მდინარაძე ოპოზიციაზე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, რადიკალური ოპოზიციის მიზანია, თუ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, ეს საკუთარ დამსახურებად წარმოაჩინოს, ხოლო თუ მსგავსი პოზიტიური გადაწყვეტილება არ იქნება, ის ხელისუფლებას დაბრალდეს.

„ამ დღეების ერთ-ერთი მთავარი პარადოქსია და, ამ შემთხვევაშიც, ოპოზიციის პიარულ გეგმა იშიფრება - ისინი ცდილობენ, რომ თუ საქართველოსთვის პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება, ეს დაიბრალონ, რომ თითქოს, ALDE-მ, „სახალხო პარტიამ“ და მათმა ცალკეულმა წარმომადგენლებმა უზრუნველყვეს ეს ყველაფერი. ამ დროს, სინამდვილეში, საუბარია ხალხზე, რომელიც, თუკი რაიმე შეიძლება მოიფიქრო და მოიგონო ქვეყნის შიგნით და შემდეგ, ქვეყნის გარეთ გაავრცელო, ამას აკეთებს. ცდილობენ, პოზიტიური გადაწყვეტილება მათ მიეწეროს და თუ ნეგატიური გადაწყვეტილება იქნება, ეს ხელისუფლებას დაბრალდეს. ასე არ გამოვა. თუ ჩვენ ვთანხმდებით იმაზე, რომ ობიექტურობაშია ამოსავალი წერტილი და ეს ობიექტურობა იმაში მდგომარეობს, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს, ეს მხოლოდ და მხოლოდ იმ რეფორმების, გუშინდელი დღის, ასოცირების ვალდებულების შესრულების დამსახურებაა, რომელმაც უზრუნველყო ის, რომ, რეალურად, ობიექტურად თუკი ვინმე ფიქრობს და გადაწყვეტილებას იღებს, მაშინ, ყველა ამბობს, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს. ეს არავის დამსახურება არაა, გარდა ქართველი ხალხისა და იმ რეფორმებისა, რომელიც ასოცირების ვალდებულების შესრულების კონტექსტში ხორციელდებოდა“, - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

რამდენიმე დღეში ევროკომისიის შეფასება ცნობილი გახდება. თვის ბოლომდე კი, ევროპელმა ლიდერებმა კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. საქართველოს ხელისუფლებას სამართლიანი გადაწყვეტილების იმედი აქვს - ამბობენ რომ, ქვეყანა ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge