png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

DRI: "ოცნების" ლიდერების განცხადებები ძალადობის სახიფათო პრეცედენტს ქმნის

  • პოლიტიკა
  • 07.06.2022
  • 23:36
DRI: "ოცნების" ლიდერების განცხადებები ძალადობის სახიფათო პრეცედენტს ქმნის

"ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებები ძალადობის პარტიული პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების სახიფათო პრეცედენტს ქმნის, - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" (DRI).

DRI-ის განცხადებით, ძალადობის დაუშვებლობაზე ხაზგასმის ნაცვლად, 2022 წლის 7 ივნისს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ და პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პოლიტიკოსებზე ძალადობის წამახალისებელი განცხადებები გააკეთეს.

"მათი რიტორიკა, რომელიც დაზარალებულებზე ძალადობის გაკიცხვის ნაცვლად, ოპოზიციონერებისგან მტრის ხატს ქმნის, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების ფიზიკური დევნის საფრთხეს შეიცავს. გარდა ამისა, პოლიტიკური თანამდებობის პირების მსგავსი განცხადებები ძალადობის პარტიული პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების სახიფათო პრეცედენტს ქმნის.

დაზარალებულების სამართლებრივ ინტერესებს დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი იცავს. DRI-ს პოზიციით, საქართველოს პროკურატურამ უნდა გაითვალისწინოს დანაშაულის ჩადენის მოტივი. დაზარალებულები წარმოადგენენ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალას და მხარს უჭერენ როგორც უმცირესობების უფლებების დაცვას, ისე ევროინტეგრაციის პროცესს.

დანაშაულის ჩადენისას, თავდამსხმელები აგრესიას სწორედ მათი საქმიანობის და საჯაროდ გაცხადებული პოზიციების მიმართ გამოხატავდნენ", - ნათქვამია DRI-ის განცხადებაში.

შეგახსენებთ, 2022 წლის 6 ივნისს, "საქართველოს რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთ ლიდერს დავით ბერძენიშვილს და საქართველოს პარლამენტის წევრს ხათუნა სამნიძეს რუსთაველის გამზირზე თავს ორი პირი დაესხა.

შსს-მ გამოძიება დავით ბერძენიშვილის ეპიზოდში ძალადობის (სსკ-ის 126-ე), ხოლო ხათუნა სამნიძის ნაწილში მუქარის (სსკ-ის 151-ე) მუხლებით დაიწყო. იმავე დღეს პოლიტიკოსები დაზარალებულებად ცნეს.

2022 წლის 6 ივნისს ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილზე თავდასხმისთვის ირაკლი ხომასურიძე დააკავეს. 7 ივნისს, დავით ბერძენიშვილმა ჯანმრთელობის დაზიანების საფუძვლით სასამართლო სამედიცინო შემოწმება გაიარა.

7 ივნისს პროკურატურამ დავით ბერძენიშვილზე თავდამსხმელს ბრალი პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ძალადობით განხორციელებული დევნის ფაქტზე წარუდგინა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge