png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

გაერო მსოფლიოს მოუწოდებს შეწყვიტოს მხოლოდ უკრაინაში მიმდინარე ომზე კონცენტრირება

  • მსოფლიო
  • 08.06.2022
  • 16:23
გაერო მსოფლიოს მოუწოდებს შეწყვიტოს მხოლოდ უკრაინაში მიმდინარე ომზე კონცენტრირება

გაეროს ბავშვთა ფონდმა - იუნისეფმა განაცხადა, რომ მსოფლიომ უნდა შეწყვიტოს მხოლოდ უკრაინაში მიმდინარე ომზე კონცენტრირება, რათა თავიდან აიცილოს მასობრივი შიმშილობა სომალიში.

„თუ მსოფლიო არ გადაერთვება უკრაინაში მიმდინარე ომიდან და არ დაიწყებს დაუყოვნებლივ მოქმედებას აფრიკის რქაზე, მოხდება ბავშვთა სიკვდილიანობის აფეთქება“, - ციტირებს Reuters იუნისეფის რეგიონალური დირექტორის მოადგილეს რანია დაგაშს.

აფრიკის რქაზე უკვე მეოთხე სეზონია წვიმა არ მოსულა. ეს ყველაზე ძლიერი გვალვაა 40 წლის განმავლობაში და სავარაუდოდ, მეხუთე სეზონზეც ოქტომბერ-დეკემბერში ნალექი მოსალოდნელი არ არის.

აღნიშნულია, რომ გვალვამ, უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის გამო სურსათსა და საწვავზე გლობალური ფასების ზრდასთან ერთად, მთელ აფრიკის კონტინენტზე მილიონობით ადამიანს დიდი დარტყმა მიაყენა, როდესაც სურსათის ძირითადი პროდუქტები მიუწვდომელი გახდა ღარიბი ოჯახებისთვის, განადგურდა მოსავალი და შინაური პირუტყვი.

სომალიში 386 ათასი ბავშვი საჭიროებს მკურნალობას სიცოცხლისათვის საშიში არასრულფასოვანი კვების გამო და ეს მონაცემები უკვე აჭარბებს  2011 წლის მონაცემებს, როდესაც შიმშილობამ ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

„ჩვენ ხმოლოდ იმის მესამედი გვაქვს,  რაც ამ წელს გვჭირდება. მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, დიდ შვიდეულს, რომლის შეკრებაც გერმანიაში რამდენიმე კვირაში გაიმართება, გამოყოს ახალი დამატებითი დაფინანსება სიცოცხლის გადასარჩენად“, - განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის რეგიონალური დირექტორის მოადგილემ.

სომალიში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეტიენ პეტერშმიტმა განაცხადა, რომ მილიონობით ადამიანი არასრულფასოვნად იკვებება, 231 000 ადამიანი კი განიცდის საკვები პროდუქტების უკიდურეს დეფიციტს.

მისივე თქმით, სომალი იმყოფება დამანგრეველი და ყოვლისმომცველი შიმშილობისა და სიკვდილიანობის ზღვარზე, რაც მასობრივი შიმშილობისთვის იდეალურ შტორმდ გადაიქცევა, თუ საერთაშორისო საზოგადოება ზომებს დაუყოვნებლივ არ მიიღებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge