png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ზელენსკისა და პუტინის შეხვედრა ამ ეტაპზე შეუძლებელია - პესკოვი

  • მსოფლიო
  • 08.06.2022
  • 21:04
ზელენსკისა და პუტინის შეხვედრა ამ ეტაპზე შეუძლებელია - პესკოვი

კრემლში ამბობენ, რომ ამჟამად, რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრის მომზადება შეუძლებელია. ამის შესახებ პუტინის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა რადიო „მაიაკს“განუცხადა.

„ჩვენი პოზიცია კარგად არის ცნობილი. უმაღლეს დონეზე ნებისმიერი შეხვედრა შედეგიანი და კარგად მომზადებული უნდა იყოს. ჩვენ ვიცით, რომ უკრაინული მხარე გავიდა მოლაპარაკებებიდან. ამიტმ ამ ეტაპზე შეუძლებელია ვისაუბროთ მაღალი დონის შეხვედრის მომზადების შესაძლებლობაზე“, - განაცხადა პესკოვმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ მხოლოდ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას შეუძლია დაასრულს მის {პუტინის} მიერ გაჩაღებული ომი უკრაინაში. ზელენსკიმ არაერთხელ შესთავაზა რუსეთის პრეზიდენტს შეხვედრა, მაგრამ პუტინი არ თანხმდება.

უკრაინული მედია აღნიშნავს, რომ შეხვედრის გამართვის „შეუძლებლობა“, როგორც ჩანს დაკავშირებულია იმასთან, რომ პუტინს არ სურს უარი თქვას თავის დამპყრობლურ ზრახვებზე, მიუხედავად, რუსეთის დიდი დანაკარგებისა უკრაინაში და ცდილობს დაიკავოს რაც შეიძლება მეტი ტერიტორია, რათა ის რუსეთს შეუერთოს.

ასევე უკრაინული მედია აღნიშნავს, რომ უკრაინისთვის მოლაპარაკებები დღეს, ფაქტობრივად, აზრს მოკლებულია, რადგან რუსეთის ჯარების გაყვანას არ აპირებს, ცდილობს მიაღწიოს უკრაინისგან ტერიტორიულ დათმობებს და უარი ათქმევინოს არჩეულ გეოპოლიტიკურ კურსზე, მიტაცებულ ყირიმსა და დონბასზე კი საუბარი საერთოდ არ სურს.  

უკრაინა ისწრაფვის გაათავისუფლოს 24 თებერვლის შემდეგ დაკავებული ხერსონის, ზაპოროჟიესა და ხარკოვის ოლქების ტერიტორიები, რუსეთი კი ამტკიცებს, რომ ის სამხრეთ უკრაინაში სამუდამოდ რჩება და ყირიმში რუსეთიდან სახმელეთო გზის გაყვანაზე ფიქრობს.

17 მაისს მხარეებმა დაადასტურეს, რომ მოლაპარაკებები დელეგაციების დონეზეც კი დაპაუზებულია, უკრაინის ხელისუფლება კი აცხადებს, რომ ომი სულ მცირე წლის ბოლომდე გაგრძელდება.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge