png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ევროპარლამენტი უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაციას უწევს

  • მსოფლიო
  • 08.06.2022
  • 23:17
ევროპარლამენტი უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაციას უწევს

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, სადაც ევროკავშირს მოუწოდებს უკრაინას წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, ასევე დაუყონებლივ მიაწოდოს უკრაინას საჭირო შეიარაღება. ამის შესახებ Deutsche Welle იუწყება.

რეზოლუცია, რომელიც 8 ივნისს, პლენარულ სხდომაზე დაამტკიცეს, მარი დაუჭირა 438-მა დეპუტატმა, 65-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 94-მა კი თავი შეიკავა. ევროპარლამენტმა ევროკავშირს რეკომენდაცია მისცა უკრაინას მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი „როგორც უკრაინელი ხალხის სოლოდარობის მკაფიო პოლიტიკური სიგნალი“.

ასევე ევროპარლამენტმა რეკომენდაცია გაუწია „უკრაინისთვის იარაღის დაუყოვნებლივ მიწოდებას უკრაინის ხელისუფლების მიერ გამოხატული საჭიროებების შესაბამისად, გამოიყენოს მშვიდობის მხარდაჭერის ევროპული ინსტრუმენტი და საკოორდინაციო ცენტრი, ასევე ევროკავშირის ქვეყნებსა და უკრაინას შორის ორმხრივი შეთანხმება“. ამ ინსტრუმენტის მეშვეობით,  ევროკავშირმა უკრაინას უკვე გამოუყო შეიარაღებისთვის 2 მლრდ ევრო.

ამის გარდა, რეზოლუციის ტექსტში აღნიშნულია უკრაინის სუვერენული უფლება თავად აირჩიოს ალიანსები გარედან ჩარევის გარეშე. ასევე ევროპარლამენტი ევროკავშირს მოუწოდებს გამოიძიოს რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულები, ასევე შემოიღოს მეორადი სანქციები ორგანიზაციებისა და მესამე ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება.

„თავისუფალი სამყაროს სტრატეგიული მიზანია - დაეხმაროს უკრაინას დაამარცხოს აგრესორი რუსეთი და აღადგინოს კონტროლი თავის ტერიტორიებზე საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - ნათქვამია რეზოლუციაში.  

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge