საქართველო რუსეთის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი მოკავშირე და საყრდენია - ადამ კინზინგერი
- პოლიტიკა
- 09.06.2022
- 12:02
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ადამ კინზინგერი აშშ-ში საქართველოს ელჩ დავით ზალკალიანთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ წერს.
კინზინგერის განცხადებით, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი მოკავშირე და საყრდენია.
„შესანიშნავი შეხვედრა მქონდა აშშ-ში საქართველოს ახალ ელჩთან დავით ზალკალიანთან. განსახილველი ბევრია, თუმცა განსაკუთრებით უკრაინის წინააღმდეგ არაპროვოცირებული ომი. საქართველო რუსეთის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი მოკავშირე და საყრდენია“, – წერს ადამ კინზინგერი.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200