png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

3+3 ფორმატის შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება - ლავროვი

  • მსოფლიო
  • 09.06.2022
  • 12:57
3+3 ფორმატის შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება - ლავროვი

სამხრეთ კავკასიაში თანამშრომლობის 3+3 ფორმატის (აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო - რუსეთი, თურქეთი, ირანი) მეორე შეხვედრა მზადების პროცესშია და უახლოეს მომავალში გაიმართება, - იტყობინება სააგენტო "ტას"-ი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებაზე დაყრდნობით.

მედიის ცნობით, ლავროვმა ამის შესახებ თურქეთში, მევლუთ ჩავუშოღლუსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ჩვენ შევთანხმდით, როგორ გავაგრძელოთ მუშაობა სამხრეთ კავკასიაში, მოგეხსენებათ, თურქეთის ინიციატივით შეიქმნა 3+3 ფორმატი. პირველი შეხვედრა მოსკოვში გაიმართა, ქართველმა კოლეგებმა ვერ მიიღეს მონაწილეობა, თუმცა ხაზს ვუსვამთ, რომ მათ ყოველთვის მივესალმებით. უახლოეს მომავალში მზადდება მორიგი შეხვედრა, იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ მისი ჩატარების შესახებ გამოვაცხადოთ", - თქვა ლავროვმა.


3+3 ფორმატის, "სამხრეთ კავკასიაში ექვსი ქვეყნის პლატფორმის" შექმნის ინიციატივთ თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი გასულ წელს გამოვიდა. ეს პლატფორმა გულისხმობს თანამშრომლობას, რომელიც ფოკუსირებულია უსაფრთხოების, ეკონომიკურ და სატრანსპორტო საკითხებზე.

2021 წლის 10 დეკემბერს მოსკოვში, 3+3 ფორმატის ფარგლებში, რუსეთის, თურქეთის, ირანის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების დონეზე, პირველი შეხვედრა გაიმართა.

ამ შეხვედრას საქართველო არ ესწრებოდა, თუმცა დროშა მაინც იყო წარმოდგენილი. შეხვედრაზე ქართული დროშის წარმოდგენას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიუღებელი უწოდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველო არ განიხილავს ოკუპანტ რუსეთის ფედერაციასთან ერთად 3+3 ფორმატში მონაწილეობას.

2022 წლის იანვარში სერგეი ლავროვმა საქართველოს 3+3-ის ფორმატში მონაწილეობისკენ მოუწოდა. ლავროვის თქმით, ამ ფორმატში მონაწილეობა "საქართველოს არ დაავალდებულებს, შეცვალოს თავისი პოლიტიკური პოზიციები".

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge