png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

დონბასში რუსეთს ათჯერ მეტი არტილერია და საბრძოლო მასალა აქვს, ვიდრე უკრაინას - Independent

  • მსოფლიო
  • 09.06.2022
  • 13:34
დონბასში რუსეთს ათჯერ მეტი არტილერია და საბრძოლო მასალა აქვს, ვიდრე უკრაინას - Independent

ბრიტანული გამოცემა Independent-ი წერს, რომ დაზვერვის მონაცემებით, დონბასში რუსულ ჯარს ათჯერ მეტი არტილერია და საბრძოლო მასალა აქვს, ვიდრე უკრაინელ სამხედროებს, რაც უკრაინელების საბრძოლო სულისკევთებაზე დამთრგუნველად მოქმედებს.

გაზეთი არ აზუსტებს, ვის მიერ და ვისთვის არის შედგენილი აღნიშნული ანგარიში.

ანგარიშის ძირითადი თეზისებია:

იარაღისა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების რაოდენობის თვალსაზრისით რუსეთი უკრაინას 20-ჯერ აჭარბებს, საბრძოლო მასალების რაოდენობით კი - 40-ჯერ.

უკრაინელებს თითქმის ამოეწურათ "სმერჩისა" და "ურაგანის" ტიპის რაკეტები. ამ რაკეტების მეშვეობით უკრაინელები ომის პირველ კვირებში რუსეთის ძალებს შორი მანძილიდან ანადგურებდნენ. დარჩენილია „გრადის“ ტიპის რაკეტები და ჰაუბიცები, რომლებიც სამიზნეებამდე 20-30 კმ-ის დისტანციით აღწევენ.

რუსებს უკრაინული ძალების განადგურება ათობით და ასობით კმ-ის მანძილიდანაც კი შეუძლიათ. ასევე აღნიშნულია რუსეთის გიგანტური უპირატესობა ჰაერში, უკრაინელები რუსულ თვითმფრინავებს  მხოლოდ იშვიათად აგდებენ.

ტანკსაწინააღმდეგო "ჯაველინები" და NLAW ძალიან მნიშვნელოვანი იყო ომის პირველ ფაზაში, ის მნიშვნელოვანია დღესაც, მაგრამ მათი გამოყენება შორ მანძილზე მყოფი მტრის არტილერიის წინააღმდეგ შეუძლებელია. შედეგად უკრაინას დიდი დანაკარგები აქვს და ეს თრგუნავს სამხედრო დანაყოფებში საბრძოლო სულისკვეთებას: დეზერტირების რიცხვი მუდმივად იზრდება.

რუსებმა შესანიშნავად იციან, რომ დასავლეთის მიერ გაგზავნილი მძლავრი იარაღის რაოდენობა ჯერ დიდი არ არის, ფრონტის ხაზამდე კი ის ნელი ტემპით აღწევს. ამიტომ ისინი ცდილობენ, გამოიყენონ თავიანთი უპირატესობა, ვიდრე ჯერ კიდევ აქვთ.

უკრაინას გაცვლითი ეტაპების შემდეგ 550 რუსი ტყვე დარჩა, რუსებს 5 600-ზე მეტი უკრაინელი ჰყავთ დატყვევებული, მოსკოვი კი გაცვლას ერთი ერთზე მოითხოვს.

ფოტო: უკრაინელი სამხედროები დონეცკში, აღმოსავლეთ უკრაინაში, ფრონტის ხაზთან სანგრების გათხრის შემდეგ ისვენებენ/AP

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge