primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
12 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge

"იმუშავეთ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე" - ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების მოწოდება ევროპელ ლიდერებს

  • პოლიტიკა
  • 09.06.2022
  • 17:32
"იმუშავეთ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე" - ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების მოწოდება ევროპელ ლიდერებს

ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების ლიდერებმა გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება, რომელიც საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას შეეხება.

პოლიტიკური ჯგუფების ლიდერები მოუწოდებენ ევროკავშირის სახელმწიფო და მთავრობების მეთაურებს, რომლებიც 23-24 ივნისს იკრიბებიან, "მიიღონ გადაწყვეტილება უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკისა და საქართველოს განაცხადზე კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით".

"ევროკავშირმა უნდა გამოიჩინოს სიმამაცე, სიმტკიცე და შორსმჭვრეტელობა დღევანდელ კონტექსში ჩვენი ევროპელი მეზობელი უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი აგრესიული ომის პირობებში", - აღნიშნულია განცხადებაში.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირი უნდა იყო სანდო პარტნიორი, რომელიც გამოხატავს სოლიდარობას მათ მიმართ, ვინც იცავს თავის პრინციპებსა და ღირებულებებს და მხარს უჭერს იგივე იდეალებს.

"უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც ისწრაფვიან იცხოვრონ თავისუფალ, დემოკრატიულ და აყვავებულ ქვეყანაში, წარმოადგენენ ევროპული ოჯახის ამაყ და ერთგულ წევრებს. ჩვენ ვაღიარებთ, რომ ამ მისწრაფებებს იზიარებს საქართველოსა და მოლდოვის ხალხი, ასევე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, რომელთა მოლოდინები არ უნდა იყოს უგულებელყოფილი", - აღნიშავენ პოლიტიკური ჯგუფების ლიდერები.

"ამიტომ ჩვენ მტკიცედ მოგიწოდებთ მიანიჭოთ უკრაინასა და მოლდოვის რესპუბლიკას ევროკავშირში წვერობის კანდიდატის სტატუსი, ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად, როგორც დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესის დასაწყისს. ასევე იმუშაოთ ამავე სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთვის, რათა ხორცი შეესხას ქართველი ხალხის ლეგიტიმურ მისწრაფებებს", - აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
  • 13:50
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
  • 18:16
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
  • 14:27
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
  • 11:02
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
  • 17:22
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge