png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ბრიტანეთის საელჩოში დედოფლის იუბილეს აღსანიშნავი ღონისძიების პარტნიორი პრემიუმ ბრენდი JCB იყო

  • საზოგადოება
  • 09.06.2022
  • 18:47
 ბრიტანეთის საელჩოში დედოფლის იუბილეს აღსანიშნავი ღონისძიების პარტნიორი პრემიუმ ბრენდი JCB იყო

საქართველოში, დიდი ბრიტანეთის საელჩოში დედოფალ ელისაბედ მეორის ოფიციალური დაბადების დღისა და პლატინის იუბილეს აღსანიშნავად მიღება გაიმართა. ღონისძიებაზე საქართველოსა და ბრიტანეთის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლისთავიც აღნიშნეს.

საელჩოში გამართული მიღების პარტნიორი ბრიტანული ბრენდი JCB იყო. შეხვედრის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, პრემიუმ ბრენდის ტექნიკა ადგილზე დაეთვალიერებინათ. JCB-ის საქართველოში „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთი“ წარმოადგენს.

მარკ კლეიტონი, ბრიტანეთის ელჩი საქართველოში: "მოხარული ვარ, რომ დედოფალი და სამეფო ოჯახი საქართველოში ძალიან უყვართ და პატივს სცემენ. ჩემთვის დიდი პატივი იყო JCB-სთან და სხვა ბრიტანულ ბიზნესებთან თანამშრომლობა. დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო და საქმიანი ურთიერთობების ხელშეწყობა და მხარდაჭერა ჩემი და ჩემი გუნდის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მოხარული ვარ, რომ შევძელი ჩვენი სტუმრებისთვის JCB-ის საუკეთესო ტექნიკის წარდგენა. ბრიტანულ და ქართულ ბიზნესებს შორის კავშირები საკმაოდ ფართო და მრავალფეროვანია. ჩვენ ვაგრძელებთ ბიზნესკავშირების წრის გაფართოებას, განსაკუთრებით 2019 წელს საქართველოსთან ორმხრივი სავაჭრო ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ".

გიორგი ბერიძე "თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთის" დირექტორი: "კიდევ ერთხელ ვულოცავთ გაერთიანებულ სამეფოს ამ მნიშვნელოვან თარიღს. ჩვენთვის დიდი პატივია, ვიყოთ ბრიტანეთისთვის ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების მხარდამჭერი. დღეს მიღებაზე მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, ადგილზე ენახათ ბრიტანული პერმიუმ ბრენდის ექსკავატორ-დამტვირთველი, რომელიც JCB-იმ გამოიგონა და დღემდე ხარისხის ეტალონად მიიჩნევა , ასევე წარმოდგენილი იყო ინოვაციური და უნიკალური ბორბლიანი ექსკავატორი Hydradig და სრულად ელექტრიფიცირებული ამწე პლატფორმა. საამაყოა, რომ წვლილი შევიტანეთ საქართველოსა და ბრიტანეთის ბიზნესურთიერთობების გაძლიერებაში".

JCB-ის ტექნიკა წელს დედოფლის იუბილეზე ბრიტანეთში გამართულ აღლუმზეც იყო წარმოდგენილი. გამოფენა ლონდონში 5 ივნისს გაიმართა და 10 000-ზე მეტ მონაწილეს საშუალება ჰქონდა, JCB-ის საგზაო-სამშენებლო ტექნიკის მსვლელობა ეხილა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge