primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
10 აგვისტო, 2026, ორშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 აგვისტო, 2026, ორშაბათი
primenewsgeorgia.ge

საჯიჯგნად არავის არ მივუგდებთ ბიძინა ივანიშვილს. ამის გულისთვის ყველა ნახავს, როგორ დადგება საქართველო ფეხზე - გია გაჩეჩილაძე (უცნობი)

  • კომენტარები
  • 10.06.2022
  • 11:18
საჯიჯგნად არავის არ მივუგდებთ ბიძინა ივანიშვილს. ამის გულისთვის ყველა ნახავს, როგორ დადგება საქართველო ფეხზე - გია გაჩეჩილაძე (უცნობი)

ერთ რაღაცას ვიტყვის - საჯიჯგნად არავის არ მივუგდებთ ბიძინა ივანიშვილს. ამის გულისთვის ყველა ნახავს ძალიან კარგად, როგორ დადგება საქართველო ფეხზე, რას გააკეთებს და როგორი მტკიცე იქნება ჩვენი ერთობა, - თქვა მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) TV იმედის ეთერში, ევროპარლამენტის რეზოლუციაზე, რომლითაც ევროპარლამენტარები ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას ემხრობიან. 

„ვისაც არ უნდა უნდოდეს, როგორც არ უნდა უნდოდეს, რომელ ქვეყნებსაც არ უნდა უნდოდეთ, თავს არავის არ მოვატყუებინებთ. პირველ რიგში, ჩვენს საკუთარ ქვეყანას დავიცავთ. ეს არის კიდევ ერთი ომში ჩათრევის მცდელობა, შანტაჟზე აყვანა კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის და მთელი საქართველოსი, ესე გამოდის, იმიტომ, რომ ვიცით ჩვენ, რა დროს გამოჩნდა ივანიშვილი და რა სიტუაციაში იყო მთელი ქართული საზოგადოება. იმას რომ თავი დავანებოთ, რომ სამი მილიარდი ინვესტიციაა ამ ქვეყანაში დახარჯული და პრინციპში, გამოდის, რომ მთლიანად საქართველოს უწესებენ სანქციებს.

ერთ რაღაცა ვიტყვი - საჯიჯგნად არავის არ მივუგდებთ ბიძინა ივანიშვილს. ამის გულისთვის ყველა ნახავს ძალიან კარგად, როგორ დადგება საქართველო ფეხზე, რას გააკეთებს და როგორი მტკიცე იქნება ჩვენი ერთობა.

ეს რას ნიშნავს, რომ ამომრჩევლის უდიდესი ნაწილის წინააღმდეგ წავიდნენ ამ რეზოლუციით? თუ რას ნიშნავს ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება, გამაგებინეთ?

მაგრამ პირობას ვიძლევით - მაგათმა ჯერ კიდევ არ იციან, რა არის საქართველო. სულხან-საბას დროიდან რომ აწოწიალეს ის კაცი და როგორც მე-15 კაცად მიიღო ლუდოვიკო მეთოთხმეტემ, ასეთ სიტუაციას გვიკეთებენ ახლა ვითომ, თითქოს პოლიტიკურს, რა. არ გამოუვათ. როგორ დადგება საქართველო ფეხზე, დაგანახებთ, რა. მოვიდეს 23-24 რიცხვი და ვნახოთ ერთი, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ.

რა, შანტაჟია ეს? რეზოლუციაში ივანიშვილი და სანქციები 5-5-ჯერ რომ მეორდება, გგონიათ, შანტაჟს წამოვეგებით საქართველოს მოსახლეობა? ვნახოთ, მხოლოდ ლობიო რომ დაგვრჩეს, იმას გავიყოფთ და არავისი არაფერი არ გვინდა, მაგრამ ჩვენი ქვეყანა ომში არ ჩაერთვება და ეს ხელისუფლება ისჯება ზუსტად იმიტომ, რომ მშვიდობაა ქვეყანაში“, - თქვა უცნობმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
  • 17:22
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge