primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
12 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge

აშშ-ის კონგრესის კომისია ტრამპს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს

  • მსოფლიო
  • 10.06.2022
  • 12:56
აშშ-ის კონგრესის კომისია ტრამპს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს

აშშ-ის კონგრესის კომისიამ, რომელიც კაპიტოლიუმზე შტურმს იძიებდა, 2021 წლის 6 იანვარს ვაშინგტონში მომხდარ არეულობებზე მთავარი პასუხისმგებლობა მაშინდელ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს დააკისრა.

„6 იანვარი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის, ხელისუფლების დამხობის თავხედური მცდელობის კულმინაცია გახდა. ძალადობა შემთხვევითი არ ყოფილა. ეს იყო ტრამპის ბოლო მცდელობა“, - განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ, დემოკრატმა კონგრესმენმა ბენი ტომპსონმა.

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ - რესპუბლიკელმა ლიზ ჩეინმა აღნიშნა: „პრეზიდენტმა ტრამპმა მოუწოდა ხალხს, შეკრიბა ის და ამ თავდასხმის ცეცხლი დაანთო“. კაპიტოლიუმის შტურმის შემდეგ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კომისიამ შეისწავლა 140 ათასზე მეტი დოკუმენტი და ათასზე მეტი თვითმხილველი გამოკითხა მაშინდელ მოვლენებში ტრამპის როლის დასადგენად.

ჩეინის თქმით, საგამოძიებო კომისიამ დაასკვნა, რომ ტრამპმა თაღლითობაში უსამართლოდ დაადანაშაულა არჩევნების პროცესი, წაახალისა ბუნტი, იმის ნაცვლად, რომ ხელი შეეშალა,  მიმართა კორუფციას, რათა პრეზიდენტის პოსტზე დარჩენილიყო.

მოსმენას ესწრებოდა ორი მოწმე - პოლიციელი კეროლაინ ედვარზი, რომელმაც არეულობების დროს ქალა-თვინის ტრავმა მიიღო და ოპერატორი ნიკ კუესტედი. კონგრესმენებმა წარმოადგინეს ვიდეოჩანაწრები და ტრამპის ქალიშვილის ივანკასა და მისი მეუღლის ჯარედ კუშნერის, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსისა და გენერალური პროკურორის ულიამ ბარის ჩვენებები.

ტრამპის შტაბის წევრებმა, მათ შორის ივანკამ, საგამოძიებო კომისიის თანახმად, უარყვეს ყოფილი პრეზიდენტის ცრუ განცხადებები არჩევნებზე სავარაუდო თაღლითობის შესახებ. მანამდე იგივე გააკეთეს მოსამართლეებმა, თანამდებობის პირებმა და ტრამპის ადმინსიტრაციის წევრებმა.  

ამასთან, თავად დონალდ ტრამპი ამ დრომდე ამტკიცებს, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მისი დამარცხება მასშტაბურმა გაყალბებამ გამოიწვია. კონგრესში მოსმენამდე მან მკაცრად გააკრიტიკა საგამოძიებო კომისია. ტრამპი არ გამორიცხავს, რომ 2024 წლის აშშ-ის საპრეზდენტო არჩევნებში კვლავ მიიღებს მონაწილეობას.

2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმში მომხდარ არეულობას 5 ადამიანი ემსხვერპლა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
  • 13:50
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
  • 18:16
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
  • 14:27
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
  • 11:02
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
  • 17:22
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge