ბათუმში, საქართველოს ბანკის ფილიალში შეიაღებული კაცი შეიჭრა და მძევლების აყვანა სცადა
- სამართალი
- 10.06.2022
- 14:08
ბათუმში, საქართველოს ბანკის ერთ-ერთი ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა და იარაღიდან ისროლა.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
როგორც ცნობილია, თავდამსხმელმა მძევლების აყვანა სცადა. ის ითხოვდა სალაროს გახსნას.
გავრცელებული ინფორმაციით, ბანკის თანამშრომლებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, მან თანხის წაღება ვერ მოახერხა და გაიქცა.
თავდამსხმელი სავარაუდოდ, 25 წლამდე კაცია.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200