png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

თუ ტაივანი დამოუკიდებლობას გამოაცხადებს, ჩინეთი ყოყმანის გარეშე ომს დაიწყებს - ჩინეთის თავდაცვის მინისტრი

  • მსოფლიო
  • 10.06.2022
  • 19:04
თუ ტაივანი დამოუკიდებლობას გამოაცხადებს, ჩინეთი ყოყმანის გარეშე ომს დაიწყებს - ჩინეთის თავდაცვის მინისტრი

ჩინეთის თავდაცვის მინისტრმა ვეი ფენჰემ სინგაპურში, ამერიკის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ტაივანის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემთხვევაში მისი ქვეყანა არც კი დაფიქრდება, ისე დაიწყებს საომარ მოქმედებებს. იუწყება CNN.

ოსტინმა კოლეგა დაარწმუნა, რომ აშშ მხარს უჭერს „ერთიანი ჩინეთის“ პოლიტიკას, მაგრამ აღნიშნა, რომ ჩინეთის არმიის მოქმედებები რეგიონში უპასუხისმგებლოა. ამასთან, ფენჰემ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ტაივანისთვის შეიარაღების მიწოდებით დესტაბილიზაციის პროვოცირებას ახდენეს.

ასევე, ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ვუ ციანმა განაცხადა, რომ ვეი ფენჰემ ოსტინი საომარი მოქმედებების მზადყოფნის შესახებ გააფრთხილა.

„თუ ვინმე ჩინეთისთვის ტაივანის ჩამოშორებას გადაწყვეტს, ჩინეთის არმია ყოყმანის გარეშე ომს დაიწყებს, ყოველგვარი შესაძლო დანაკარგების მიუხედავად“, - განაცხადა ფენჰემ.

ლოიდ ოსტინმა ჩინელ სამხედროებს მოუწოდა არ მოახდინონ დესტაბილიზაციის პროვოცირება რეგიონში და არ შეცვალონ სტატუს-კვო.

ამის გარდა, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა კატეგორიულად განაცხადა, რომ ჩინეთმა არანაირი მატერიალური დახმარება არ უნდა გაუწიოს რუსეთს, უკრაინაში გაჩაღებული, დანაშაულებრივი ომის ფონზე. ვუ ციანმა ოსტინი დაარწმუნა, რომ ჩინეთი მხარს არ უჭერდა და არ დაუჭერს რუსეთს.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge