primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
12 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge

პროცესში, სადაც ვიმყოფებით, ევროპარლამენტის რეზოლუციას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, გადაწყვეტილების ფორმირების პროცესში - ირაკლი ღარიბაშვილი

  • პოლიტიკა
  • 11.06.2022
  • 13:26
პროცესში, სადაც ვიმყოფებით, ევროპარლამენტის რეზოლუციას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, გადაწყვეტილების ფორმირების პროცესში - ირაკლი ღარიბაშვილი

მინდა, ჩვენს მოქალაქეებს სრული პასუხისმგებლობით ავუხსნა, რომ ევროპარლამენტის ასეთ რეზოლუციას ამ პროცესში, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, არავითარი გადამწყვეტი მნიშვნელობა, ანუ გადაწყვეტილების ფორმირების პროცესში, არ აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, შეურაცხმყოფელია რეზოლუცია, რომელიც არის გაჯერებული ტყუილებით და არაზუსტი ინფორმაციით.

„მათი როლი არის, შეიძლება ითქვას, სიმბოლური და გასაგებია. ასევე მინდა ვთქვა, რომ, რა თქმა უნდა, შეურაცხმყოფელია ის რეზოლუცია, რომელიც არის გაჯერებული ტყუილებით, არაზუსტი ინფორმაციით და ამაში მე დავინახე ირაციონალურობაც, ყოველგვარი გონივრულობა და რაციონალურობა ამ რეზოლუციაში არის ამოვარდნილი, ძალიან ბევრი ფაქტობრივი უზუსტობა, ძალიან ბევრი ტყუილი, რაც ჩემთვის არის ძალიან სამწუხარო. საერთოდ, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით და გვესმის, ახლა ისე ნუ წარმოვაჩენთ ამ სპექტაკლს, რომელიც აქ დაიდგა და ძალიან აჟიტირებული არიან ქვეყნის მტრები, შიდა მტრებიც და გარე მტრებიც, რომ თითქოს რაღაც სასწაული ხდება და სასწაულს კარგავს ქვეყანა. მეგობრებო, ყველას შეგახსენებთ, რომ ჩვენ, ჩვენი ხელისუფლება, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება 2012 წელს რომ მოვიდა ქვეყნის სათავეში, მაშინ ჩავიბარეთ უმძიმესი მემკვიდრეობა. ეს იყო რეალურად დიქტატორული რეჟიმი, სადაც ადამიანებს კლავდნენ, ხოცავდნენ, აუპატიურებდნენ და საშინელება ხდებოდა. არც თავისუფალი მედია არსებობდა, არც თავისუფალი სასამართლო, არავითარი დემოკრატიის ნიშანწყალი არ არსებობდა ქვეყანაში 2012 წელს. რაც შეეხება აწმყოს, ჩვენ ბოლო ცხრა წლის განმავლობაში, იგივე ბიძინა ივანიშვილის მიერ დატოვებულმა გუნდმა და მისმა ხელისუფლებამ, მისმა პარტიამ ყველა მნიშვნელოვანი სტრატეგიული დოკუმენტი, ნაბიჯი რამაც რეალურად ხელშესახებად დაგვაახლოვა ევროპასთან, ჩვენ გავაფორმეთ. და შეგახსენებთ ყველას, მათ შორის ჩვენს კრიტიკოსებს და არაობიექტურ ადამიანებს, ასოცირების შეთანხმება ვინ გააფორმა, ეს გააფორმა „ქართულმა ოცნებამ“, ანუ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ, მისმა დატოვებულმა გუნდმა, ასევე უვიზო რეჟიმი, რომლითაც თქვენ ყველანი, ჩვენი მოქალაქეები სარგებლობთ, თავისუფალი ვაჭრობა. ახლა უკვე ოფიციალურად ჩვენ წარვადგინეთ წევრობაზე განაცხადი, ანუ ყველა ის ეფექტური ნაბიჯი, რაც მთავრობას უნდა გადაედგა, ჩვენი მხრიდან არის შესრულებული“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
  • 18:16
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
  • 14:27
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
  • 11:02
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
  • 17:22
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge