png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

შოლცი ჩრდილოეთ მაკედონიის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას ითხოვს

  • მსოფლიო
  • 11.06.2022
  • 21:56
შოლცი ჩრდილოეთ მაკედონიის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას ითხოვს

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი გამოვიდა მოწოდებით, დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები ჩრდილოეთ მაკედონიის გაწევრიანების შესახებ, რადგან ქვეყანამ დააკმაყოფილა შესაბამისი მოთხოვნები. იტყობინება სააგენტო DPA.

"გაწევრიანების მოლაპარაკებები, რომლის დაწყებასაც ჯერ კიდევ ორი წლის წინ პირდებოდნენ, ახლავე უნდა დაიწყოს. ნებისმიერ შემთხვევაში, მე ამ საკითხს აქტიურად გავუწევ ადვოკატირებას", - განაცხადა შოლცმა სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრ დიმიტარ კოვაჩევსკისთან შეხვედრის შემდეგ.

კანცლერის თქმით, გერმანია სერიოზულად უყურებს დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოების ევროკავშირში ინტეგრაციას.

კანცლერმა ასევე აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ მაკედონია მხარს უჭერს ევროკავშირის პოზიციას და სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. "ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, თუ რამდენად მტკიცედ იცავს ჩრდილოეთ მაკედონია ევროპულ ღირებულებებს", - თქვა შოლცმა.

სააგენტო DPA-ს ცნობით, ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრმა კოვაჩევსკიმ იმედი გამოთქვა, რომ ივნისის ბოლოს გამართულ სამიტზე ევროკავშირი დაადასტურებს მოლაპარაკებების დაწყებას სკოპიეს გაწევრიანების თაობაზე.

ჩრდილოეთ მაკედონიას უკვე 17 წელია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი აქვს მინიჭებული. 2020 წლის ივნისში ევროკომისიამ ფაქტობრივად მწვანე შუქი მისცა მოლაპარაკებების დაწყებას, მაგრამ ის ბულგარეთმა დაბლოკა, რომელიც ჩრდილოეთ მაკედონიას ბულგარული უმცირესობის უფლებების გამო ედავება.

აღსანიშნავია, რომ სკოპიეში ვიზიტისას, შოლცმა ბულგარეთს მოუწოდა, მოხსნას ვეტო ჩრდილოეთ მაკედონიასთან მოლაპარაკებების დაწყებას.

სკოპიემდე, ოლაფ შოლცი სერბეთსა და კოსოვოში იმყოფებოდა.

კოსოვოში ოლაფ შოლცი პრემიერ-მინისტრ ალბინ კურტის შეხვდა. გერმანიის კანცლერმა პრიშტინაშ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი მთავრობისთვის პრიორიტეტულ საკითხად რჩება დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოთა ინტეგრაცია ევროკავშირში.

ალბინ კურტის თქმით, კოსოვო წლის ბოლომდე გააკეთებს განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანებაზე.

სერბეთში ვიზიტისას, ოლაფ შოლცი პრემიერ-მინისტრ ალექსანდრ ვუჩიჩს შეხვდა. გერმანიის კანცლერმა მოუწოდა სერბეთის პრემიერს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს და მიაღწიოს შეთანხმებას კოსოვოსთან.

23 ივნისს დაგეგმილია ევროკავშირისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ლიდერთა სამიტი. ამავდროულად, გერმანია მიმდინარე წელს ბერლინში უმასპინძლებს შეხვედრას, რომელზეც განიხილავენ ევროკავშირის წევრობის ექვსი კანდიდატი ქვეყნის მიერ ნაჩვენებ პროგრესს.

დასავლეთ ბალკანეთი 6 ქვეყანას მოიცავს. ესენია: ალბანეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ჩრდილოეთ მაკედონია, კოსოვო (ნაწილობრივ აღიარებული), მონტენეგრო და სერბეთი. კანდიდატის სტატუსი მათგან მხოლოდ ოთხს - სერბეთს, ალბანეთს, მონტენეგროსა და ჩრდილოეთ მაკედონიას აქვს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge